იაჰია ჰაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაჰია ჰაკი
არაბ. يحيى حقي
დაბადების თარიღი 7 იანვარი, 1905(1905-01-07)[1] [2]
დაბადების ადგილი კაირო
გარდაცვალების თარიღი 9 დეკემბერი, 1992(1992-12-09)[1] [2] (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი კაირო
საქმიანობა მწერალი, რომანისტი და ნოველისტი
მოქალაქეობა  ეგვიპტე
ალმა-მატერი კაიროს უნივერსიტეტი

იაჰია ჰაკი (არაბ.يحيى حقي ; დ. 7 იანვარი, 1905 – გ. 9 დეკემბერი, 1992) — ეგვიპტელი მწერალი. მან დაწყებითი განათლება ას–საიდა ზაინაბის რელიგიურ სასწავლებელში, ხოლო შემდეგ ალ–ვალიდა აბას ფაშა პირველის სკოლაში მიიღო. სწავლა 1925 წელს დაასრულა და მალე ას-საიდის გუბერნიაში გადასახლდა, სადაც მანფალუტის ცენტრის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობა დაიწყო. ადმინისტრაციული თანამდებობა, რომელიც თავიდან მწერალს ერთფეროვნად და მოსაწყენად ეჩვენებოდა, შემდგომში მისი სამწერლო მოღვაწეობის ერთ–ერთ საყრდენად იქცა, რადგან რეგიონში ცხოვრებამ იაჰია ჰაკის საშუალება მისცა უფრო ახლოს გაცნობოდა ეგვიპტელი გლეხების ცხოვრებას და იქაური შთაბეჭდილებები, განცდები თუ ნააზრევი თავის შემოქმედებაში გამოეყენებია.

რამდენიმე წლის შემდეგ ჰაკი დიპლომატიურ ასპარეზზე იწყებს მოღვაწეობას და 1953 წელს ლიბიაში ეგვიპტის ელჩად ინიშნება. დიპლომატის ცხოვრებამ მას ევროპულ კულტურასთან ზიარების საშუალება მისცა და აითვისა მისი მიღწევები ხელოვნების, ლიტერატურის, მხატვრობისა თუ მუსიკის სფეროში.

ლიტერატურისმცოდნეთა შეფასებით, ჰაკის შემოქმედება დასავლურ–აღმოსავლური სალიტერატურო ტრადიციების სინთეზს წარმოადგენს. ის ახალი ტიპის არაბული ნოველისტიკის ერთ–ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინო კვირიკაშვილი, მთარგმნელისაგან, „ჩვენი მწერლობა“, № 8, 2006 წ. გვ. 60

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 AlKindi