იაღლუჯის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაღლუჯის ქედი
იაღლუჯის ქედი. ხედი რუსთავის ტყიდან
იაღლუჯის ქედი. ხედი რუსთავის ტყიდან
კოორდინატები: 41°33′14″ ჩ. გ. 44°55′17″ ა. გ. / 41.554139° ჩ. გ. 44.921639° ა. გ. / 41.554139; 44.921639
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული რუსთავი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მარნეულის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 788 
სიგრძე 17 კმ
სიგანე 11 კმ
ამგებელი ქანები კონგლომერატი და ქვიშაქვა
იაღლუჯის ქედი — საქართველო
იაღლუჯის ქედი
იაღლუჯის ქედი — ქვემო ქართლი
იაღლუჯის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

იაღლუჯის ქედი — სერი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ქალაქ რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოღანლუღის ვაკესა და მდინარე ალგეთის ქვემო დინების ხეობას შორის. სიგრძე 17 კმ, სიგანე 11 კმ. აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან 788 მ. აგებულია სინკლინურად გაღუნული ნეოგენური მოლასური კონგლომერატებისა და ქვიშაქვების შრეებით. მოკლებულია მუდმივ მდინარეულ ჩამონადენს. შემოსილია უროიანი და უროიან-წივანიან-ვაციწვერიანი სტეპის ბალახეულობით, აგრეთვე ქსეროფიტული ბუჩქნარით. იაღლუჯის ქედის აღმოსავლეთ ნაწილს ჰკვეთს თბილის-ყაზახის გზატკეცილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]