იაკობუს გალუსი
იერსახე
იაკობუს გალუსი, იაკობ პეტელინი (სლოვენ. Jakob Petelin Kranjski; დ. 3 ივლისი, 1550, რიბნიცა — გ. 18 ივლისი, 1591, პრაღა) — რენესანსის ეპოქის სლოვენიელი კომპოზიტორი, სასულე მუსიკის ავტორი.
განათლება მიიღო ცისტერციანელების მონასტერში. 1564-1566 წლებში მოგზაურობდა ავსტრიაში. 1574-1575 წლებში მღეროდა ვენის სასახლის კაპელაში. 1575 წლის შემდეგ მოღვაწეობდა ცისტერციანელების მონასტერში ავსტრიაში, ბოჰემიაში, მორავიაში, სამხრეთ სილეზიაში.
გარდაიცვალა 1591 წელს პრაღაში.