ცისტერციანელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცისტერციანელების ორდენი

გერბი
აქტიური 1098-დან დღემდე
ტიპი რომის კათოლიკური რელიგიური ორდენი
დევიზი Cistercium mater nostra
„ცისტერციუმი ჩვენი დედაა“
მეთაურები
ცნობილი
მეთაურები
ბერნარ კლერვოელი

ცისტერციანელები, ბერნარდინელებიკათოლიკური მონაზვნური ორდენის წევრები. ორდენი დააარსეს ბენედიქტელმა ბერებმა საფრანგეთში 1098 წელს. ორდენის პირველი მონასტერი იყო ცისტერციუმი (ახლა მის ადგილას, დიჟონის მახლობლად სოფელი სიტოა). ცისტერციანელთა ორდენი გაძლიერდა XII საუკუნიდან, ბერნარ კლერვოელის მიერ რეორგანიზაციის შემდეგ (აქედან მოყოლებული ცისტერციანელებს ბერნარდინელებსაც უწოდებენ). 1119 წელს მიიღეს ორდენის წესდება, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო იყო ფიზიკური შრომა და ასკეტური ცხოვრება. მდიდარ და გავლენიან ცისტერციანელების ორდენს პაპობა აღმოსავლეთ ევროპაში კათოლიკობის გასავრცელებლად იყენებდა. XIV საუკუნეში ცისტერციანელების ორდენი დაკნინდა, XVII საუკუნეში დროებით აღმავლობა განიცადა პროტესტანტებთან ბრძოლაში. ამავე პერიოდში ცისტერციანელების განშტოების სახით შეიქმნა ტრაპისტების ორდენი. ცისტერციანელების ორდენი ტრაპისტების ორდენთან ერთად დღემდე მოქმედებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]