თუშრათა
იერსახე
თუშრათა – მითანის მეფე, „უფალი ხურის ქვეყნისა“. ეგვიპტის ფარაონებთან მიმოწერა ჰქონდა ხურიულსა და აქადურ ენებზე. ეგვიპტე-|მითანის მეგობრობის დასტურად მან თავისი ასული თადუხეფა ამენჰოტეპ III-ს მიათხოვა. მისი მეფობის პირველ ნახევარში მითანი წინა აზიის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო იყო. მაგრამ ხეთებთან ბრძოლაში დამარცხდა. თუშრათა მოკლა მისმა ვაჟიშვილმა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გ. გიორგაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 29.
წინამორბედი: ართაშუმარა |
მითანის მეფე ძვ. წ. 1420 – ძვ. წ. 1410 |
შემდეგი: ართათამა II |
|