საუშშათარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

საუშშათარი (საუშსათათარი, საუშთათარი) — ხურიტული სამეფოს, მითანის მეფე დაახ. ძვ. წ. 1495–1470 წლებში. მისი მმართველობისას სამეფომ დიდი წარმატებები მოიპოვა საგარეო პოლიტიკაში. მითანი ამ დროს კონტროლს უწევდა ჩრდილოეთ სირიისა და შუა სირიის სამთავროებსა და ქალაქ-სახელმწიფოებს, ხეთების სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, ასურეთს, ევფრატის დასავლეთით მდებარე რაიონებს.

ასურეთში ლაშქრობისას საუშშათარმა ქ. აშური აიღო და გაძარცვა. ლაშქრობიდან დაბრუნებულმა კი მითანის დედაქალაქ ვაშუქანში ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ალაყაფის კარიც ჩამოიტანა.

საუშშათარი თანამედროვე იყო ეგვიპტის ფარაონების – თუტმოს III-ის და ამენჰოტეპ II-ისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. მელიქიშვილი, ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბ., 1988, გვ. 191–192


წინამორბედი:
ფარსადათარი
მითანის მეფე
ძვ. წ. 1495ძვ. წ. 1470
შემდეგი:
ართათამა I