თედორე ბაილშტაინი
იერსახე
თედორე ბაილშტაინი | |
---|---|
გერმ. Friedrich Konrad Beilstein | |
დაბ. თარიღი | 17 თებერვალი, 1838[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
გარდ. თარიღი | 18 ოქტომბერი, 1906[1] [2] [3] [4] [5] [6] (68 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
დასაფლავებულია | ვოლკოვოს სასაფლაო |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | გეტინგენის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი, ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი და Saint Peter's School |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
თედორე ბაილშტაინი (გერმ. Friedrich Konrad Beilstein დ. 17 თებერვალი, 1838, სანქტ-პეტერბურგი — გ. 18 ოქტომბერი, 1906) — გერმანელი ქიმიკოსი, გეტინგენის უნივერსიტეტის (1865) და სანქტ-პეტერბურგის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (1866-1896) პროფესორი, სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1885). ბაილშტაინი იკვლევდა არომატულ ნაერთებს; სწავლობდა კავკასიის ნავთობის შედგენილობას. მისი ხელმძღვანელობით შეადგინეს მრავალტომიანი ცნობარი, რომელშიც მოცემულია იმ დროისათვის ცნობილი ყველა ორგანული ნაერთის თვისებები, მათი მიღების ხერხები, დამახასიათებელი რეაქციები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 156.