თავისუფლების ძახილი
„თავისუფლების ძახილი“ | |
---|---|
ჟანრი | ბიოგრაფია, დრამა |
რეჟისორი | რიჩარდ ატენბორო |
სცენარის ავტორი | ჯონ ბრაილი, დონალდ ვუდსი |
ნაწარმოები | სტივ ბიკო - კაცობრიობის ხმა; უბედურების თხოვნა |
როლებში | დენზელ ვაშინგტონი, კევინ კლაინი, პენელოპა უილტონი |
კომპოზიტორი | ჯორჯ ფენტონი, ჯონას გვანგვა |
ოპერატორი | რონი ტეილორი |
სტუდია | Universal Pictures, Marble Arch Productions |
გამოსვლის თარიღი | 1987 |
ხანგრძლივობა | 157 წუთი |
ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური ენა, აფრიკაანსი |
ბიუჯეტი | 29 მლნ $ |
შემოსავალი | 5 899 797 $[1] |
„თავისუფლების ძახილი“ (ინგლ. Cry Freedom) — რიჩარდ ატენბოროს მხატვრული ფილმი, რომელიც 1987 წელს იქნა გადაღებული დონალდ ვუდსის წიგნების მიხედვით. ფილმი ძირითადად ზიმბაბვეში იქნა გადაღებული.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის მოქმედება ხდება 1970 წლებში სამხრეთ აფრიკაში მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლების ფონზე, რომელიც იმ პერიოდისთვის ატარებდა რასობრივი სეგრეგაციის პოლიტიკას.
სამხრეთ აფრიკული ლიბერალური გამოცემის „დეილი დისპატჩის“ რედაქტორი დონალდ ვუდსი აქვეყნებს კრიტიკულ სტატიას „შავკანიანთა თვითშეგნების“ ლიდერის სტივ ბიკოს შესახებ. ის მას კიცხავს საზოგადოებაში დაგროვილი რასობრივი პრობლემებისადმი მოქნილი მიდგომის არარსებობის გამო. პირადი შეხვედრის შემდეგ, დონალდ ვუდსი აღიარებს თავისი მოწინააღმდეგის პოზიციის სისწორესა და სტივ ბიკოს სახით ახალ მეგობარს შეიძენს.
სტივ ბიკოს უფლება არ ჰქონდა თავისუფლად გადაადგილებულიყო ქვეყანაში და იძულებული გახდა დაერღვია სპეციალური რეჟიმი, რასაც მოჰყვა მისი დაპატიმრება და შემდეგ სიკვდილი. ხელისუფლების ვერსიით ბიკო გარდაიცვალა შიმშილობისგან, რომელიც მან დაპატიმრებისას გამოაცხადა, თუმცა ვუდსის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ნათლად მიუთითა იმ ძალადობაზე, რომელიც გამოიყენეს ბიკოს მიმართ.
ვუდსი ცდილობს გაემგზავროს დიდ ბრიტანეთში და გამოაქვეყნოს შეგროვებული მასალა. ტერმინალურ კორპუსში იგი დააკავეს და ბრალი წაუყენეს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ვუდს ეკრძალება ჟურნალისტიკით დაკავება და მის სახლი მუდმივი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
დონალდ ვუდსის ლონდონის გამომცემლის მხარდაჭერით ის ოჯახთან ერთად გაიქცევა სამხრეთ აფრიკიდან.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დენზელ ვაშინგტონი - სტივ ბიკო
- კევინ კლაინი - დონალდ ვუდსი
- პენელოპა უილტონი - ვენდი ვუდსი
- ჯონ ტოუ - ჯიმი კრიუგერი
- ხიანიტა უოტერმენი - ნტსიკი ბიკო
- ქეით ჰარდი - ჯენი ვუდსი
- ჯოზეთ საიმონი - ექიმი რამპელე
- ენდრი უელი - რედაქტორი
- კევინ მაკნოლი - კენი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „თავისუფლების ძახილი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „თავისუფლების ძახილი“ — Allmovie-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cry Freedom. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 7 ივლისი 2014.