შინაარსზე გადასვლა

ზეთისხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზეთისხილი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Olea

ზეთისხილი (ლათ. Olea) — მცენარის გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. ცნობილია 60-მდე სახეობა. სამეურნეო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ზეთისხილს (ლათ. Olea europea).

მარადმწვანე, სუბტროპიკულ ხეხილოვანი მცენარეა, 4-12 სიმაღლისა. ფოთლები წვრილი, ლანცეტისებური აქვს, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან — მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი. ნაყოფი კურკიანია, მოგრძო-ოვალური ან მომრგვალო ფორმისა, იწონის 15 გ. თესლიდან გამოზრდილი მცენარე მსხმოიარობას იწყებს 10-12, ხოლო კალმიდან გამოზრდილი — 4-5 წლის შემდეგ. ცოცხლობს 300-400 წელსზე მეტს. ერთი ხიდან 20-40 კგ მოსავალი მოდის.

ნაყოფს იყენებენ დასამზადებლად, დასაკონსერვებლად, ზეთის გამოსახდელად (ნაყოფის ნედლი ტნილობი შეიცავს 25-იდან 80%-მდე ზეთს, ე. წ. ზეითუნის ზეთს), მედიცინაში, კოპტონს — ცხოველთა საკვებად, მერქანს — სადურგლო და სახარატო საქმეში. საქართველოში ზეთისხილი გავრცელებულია აფხაზეთში, აგრეთვე კახეთის მშრალ სუბტროპიკულ ზონაში.