ზეზერე
იერსახე
ზეზერე (პორტ. Rio Zêzere) — მდინარე პორტუგალიაში. სათავეს იღებს სერა-დე-იშტრელას მთებში ზღვის დონიდან 1900 მეტრ სიმაღლეზე და ერთვის მდინარე ტეჟუს. სიგრძე — 242 კმ. აუზის ფართობია 5043 კმ². მდინარეზე აგებულია 3 ჰესი, რომლებიც ყოველდღიურად გამოიმუშავებენ 700 მლნ კილოვატ/საათს.