ზანავის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზანავის ციხის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ზანავის ციხე — ციხესიმაგრე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ზანავში.[1] ადიგენიდან 5 კმ დაშორებით.[2] მიეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

ციხესიმაგრე ციცაბო კლდეზეა აღმართული. გალავნის კედლები კლდის ნატეხი ქვითა და კირითაა ნაგები. ატყვია გვიანი შეკეთების კვალი. შიდა ციხის ზურგიანი კოშკი სამსართულიანია და წყობაც უფრო რეგულარული, ვიდრე გალავნისა. კოშკს ყოველ მხარეს სამზერები აქვს, მეორე სართულზე — ბუხარიც. სამხრეთი კედლის თაღოვანი კარი გადის შიდა ეზოში, სადაც კლდეში ამოჭრილი წყლის საცავია. უფრო სამხრეთით არის მეორე კოშკი, რომელშიც ნაეკლესიარის ნაშთია; მის ქვემოთ გალავანთან ზედ მიმდგარი კიდევ ერთი მრგვალი კოშკია. ციხის მცირე ფართობს კლდის თხემი განაპირობებს, მაგრამ ყველაფერს ანაზღაურებს მისი მიუვალობა. საფიქრებელია, აქ იყო გიორგი ჩორჩანელის ერთ-ერთი რეზიდენცია, რომელიც შემდგომ ხანებშიც არაერთხელ აღუდგენიათ. სოფლის უდიდესი ნაწილი ციხის აღმოსავლეთითაა, ღელის გადაღმა.

ციხე 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: