შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ მარგარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ მარგარიანი
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 8 მარტი, 1991(1991-03-08) (33 წლის)
დაბ. ადგილი ერევანი
სიმაღლე 172
წონა 69[1]
ქვეყანა სომხეთი

ვლადიმერ მარგარიანი (დ. 8 მარტი, 1991) — სომეხი მოკრივე. ასპარეზობდა საშუალო წონაში. 2006 წლიდან არის სომხეთის მოკრივის ეროვნული ნაკრების წევრი, საერთაშორისო მნიშვნელობის ტურნირების გამარჯვებული და მედალოსანი, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე.

ვლადიმერ მარგარიანი დაიბადა 1991 წლის 8 მარტს ერევანში, სომხეთში.

მან კრივში ვარჯიში 2002 წელს, 11 წლის ასაკში, მამის, ყოფილი მოკრივის რჩევით დაიწყო. მისი მწვრთნელი იყო არმენ აკობიანი.

საერთაშორისო ასპარეზზე კრივში პირველად გამოვიდა 2006 წელს, ტირანაში კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე.

2008 წელს გამოვიდა იუნიორთა პრეზიდენტის თასზე გრუძიონძეში და ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გვადალახარაში.

2009 წელს მან მონაწილეობა მიიღო ბრანდენბურგის ახალგაზრდულ თასში ფრანკფურტ ან დერ ოდერში.

2010 წელს ერევანში გამართულ სომხეთის ჩემპიონატზე მან ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

2013 წელს მოახერხა სომხეთის ჩემპიონატის მოგება თავის წონით კატეგორიაში.

2014 წელს კასპიისკის უმახანოვის მემორიალზე მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.

2015 წელს იასპარეზა სოფიაში სტრაანიას მემორიალზე და სამოკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც წინასწარ ეტაპზე ფრანგ სულეიმან სისოკოსთან დამარცხდა.

სამსუნში გამართულ ევროპის ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე მან მოახერხა ნახევარფინალში გასვლა და ამით მოიპოვა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში, 69 კგ-მდე კატეგორიაში მან წარმატებით გაიარა სატურნირო ბადეში პირველი მეტოქე, ხოლო მეორე ბრძოლაში, 1/8 ფინალში ტიტულოვან კუბელ მოკრივე რონელ იგლესიასთან ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.[2][3].

რიოს ოლიმპიადის შემდეგ მარგარიანი დარჩა სომხეთის მოკრივეთა ნაკრებში და განაგრძო მონაწილეობა დიდ საერთაშორისო ტურნირებზე. 2017 წელს ის გამოვიდა სოფიაში გამართულ სტრანდიას მემორიალზე, სადაც მეოთხედფინალში წააგო ინგლისელ პეტ მაკკორმაკთან. ამავე წელს გამოვიდა უკრაინის ქალაქ ხარკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 1/8 ფინალში რუსმა სერგეი სობლინსკიმ დაამარცხა.[4][5].

ვლადიმერ მარგარიანი დაქორწინებულია[6]. მის ხასიათზე შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერი მიზანდასახული და დაუმორჩილებელი ადამიანია. მისი საყვარელი მოკრივეა მუჰამედ ალი. უყვარს წიგნების კითხვა[7].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Olympedia — 2006.
  2. Владимир Маргарян(ინგლისური) — страница на сайте Международного олимпийского комитета
  3. По материалам базы данных amateur-boxing.strefa.pl
  4. Владимир Маргарян (ინგლისური) — სტატისტიკა საიტზე „BoxRec“
  5. sport.news.am
  6. armnoc.am