შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ აფხაზავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ აფხაზავა
დაბადების თარიღი 9 იანვარი, 1976 (1976-01-09) (48 წლის)
ნიგვზიანი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტი
საქმიანობა პედაგოგი
ჯილდოები

ვლადიმერ (ლადო) აფხაზავა (დ. 9 იანვარი, 1976, ნიგვზიანი, ლანჩხუთის რაიონი) — ქართველი მასწავლებელი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი[1].

ვლადიმერ აფხაზავა დაიბადა 1976 წლის 9 იანვარს, სოფელ ნიგვზიანში. 1993 წელს დაამთავრა სოფელ ნიგვზიანის საშუალო სკოლა. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი[2].

2010 წლიდან მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს[1].

2017 წლის 5 ოქტომბერს გადაეცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და გახდა აღნიშნული ჯილდოს პირველი მფლობელი[1].

2018 წლის 13 დეკემბერს ვლადიმერ აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებლების სიაში მოხვდა[3], ხოლო 2019 წლის 21 თებერვალს კი იგი მსოფლიო საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის დაასახელეს[4].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 ვლადიმერ აფხაზავა, 2017 წლის გამარჯვებული. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-31. ციტირების თარიღი: 2018-04-12.
  2. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-18. ციტირების თარიღი: 2018-04-12.
  3. ვლადიმერ აფხაზავა მსოფლიოს მასშტაბით 50 საუკეთესო მასწავლებელს შორისაა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-24. ციტირების თარიღი: 2019-01-08.
  4. Top 10 finalists 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-24. ციტირების თარიღი: 2019-02-21.