თქვენი ბოლო მოგზაურობის შემდეგ, კომპიუტერში ბუნების ძეგლების ფოტები დაგიგროვდათ? ეს კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ „ვიკის უყვარს დედამიწის“ კონკურსში მონაწილეობით მათ მეორე სიცოცხლე აჩუქოთ. გარდა იმისა, რომ თქვენ ფოტოებს ყველა იხილავს, ის შესაძლოა ვიკიპედიაშიც განთავსდეს და ხელი შეუწყოს საქართველოს ბუნების შენარჩუნებას. კონკურსის განმავლობაში შეგროვილი თავისუფალი სურათების გამოყენება, ყველგან იქნება შესაძლებელი.
ფოტოები შესაძლებელია გადაღებული იყოს ნებისმიერ დროს. კონკურსის მთავარი მოთხოვნაა, რომ ფოტოები ვიკისაწყობში (Wikimedia Commons) 2019 წლის ივნისში აიტვირთოს... და რა თქმა უნდა ისინი თქვენს მიერ უნდა იყოს გადაღებული!
ვიკის უყვარს დედამიწა (ინგლ.Wiki Loves Earth) — ვიკიპედიის საზოგადოების წევრების მიერ ვიკიმედიის ადგილობრივი წარმომადგენლობების მხარდაჭერით ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსი, რომელიც მაისში ან ივნისში იმართება. მონაწილეები იღებენ მათი ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის ფოტოებს და მათ ვიკისაწყობში ტვირთავენ. ღონისძიების მიზანი მონაწილე ქვეყნების ბუნებრივი მემკვიდრეობის ადგილების პოპულარიზაციაა, ასევე თავისუფალი ლიცენზიით გავრცელებული ფოტოების რაოდენობის ზრდა, რომელთა გამოყენებაც ყველგან იქნება შესაძლებელი.
ყველა ფოტო თქვენი ნამუშევარი უნდა იყოს; კონკურსში მონაწილეობისათვის ყველა ფოტო უნდა აიტვირთოს 2019 წლის ივნისში; ყველა ფოტო უნდა გავრცელდეს CC BY-SA 4.0 ლიცენზიით; ყველა ფოტო უნდა შეიცავდეს ამოცნობად ბუნების ძეგლს; ფოტო უნდა იყოს სულ მცირე 2MP ზომის (1600 × 1200 პიქსელი); თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ ბანერის ტიპის ფოტო რომელსაც ვიკიმედიის სხვა პროექტებში გამოიყენებენ; ორგანიზატორების მხრიდან კონტაქტისთვის მონაწილეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს აქტიური ელ.ფოსტა.
მონაწილეობის მიღება
მოამზადეთ თქვენი ფოტოები საქართველოს დაცული ტერიტორიების სიიდან; შედით სისტემაში ან შექმენით ახალი ანგარიშიWikimedia Commons-ზე; ფოტოებს შეურჩიეთ გასაგები სახელი; გამოიყენეთ ამ გვერდზე განთავსებული ღილაკი სურათის ატვირთვა და სიიდან ატვირთეთ რაც შეიძლება მეტი ფოტო; გააზიარეთ თქვენი ატვირთული ფოტოები სოციალურ მედიაში ჩვენი ჰეშტეგებით: #WLEGeorgia #WLE2019; და დაელოდეთ შედეგებს! წარმატებები!