ვიკის უყვარს დედამიწა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვიკის უყვარს დედამიწა
ინგლ. Wiki Loves Earth

ვიკის უყვარს დედამიწის ოფიციალური ლოგო

2018 წლის მონაწილე ქვეყნების ამსახველი რუკა
დაიწყო 1 მაისი[1]
დასრულდა 31 მაისი[2]
ლოკაცია მსოფლიო
აქტიურობის წლები 5
ინაუგურაცია 2013 წელი
უახლესი 2018 წელი
მონაწილეები ფოტოგრაფები
ორგანიზატორი/ები ვიკიპედიელები
საიტი wikilovesearth.org

ვიკის უყვარს დედამიწა, შემოკლებით ვუდ (ინგლ. Wiki Loves Earth, WLE) — ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოგრაფიული კონკურსი, რომელსაც ორგანიზებას ვიკიპედიის საზოგადოების წევრები ადგილობრივი ვიკიპედიელების დახმარებით უწევენ. კონკურსში მონაწილეები ფოტოებს უღებენ ბუნებრივ ძეგლებსა და ლანდშაფტებს მონაწილე ქვეყნებში და მათ ვიკისაწყობში ტვირთავენ. ღონისძიების მიზანია, შეიქმნას დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოსაცავი, ამისათვის „ვიკის უყვარს დედამიწა“ ახალისებს ფოტოგრაფებს, რომ გადაიღონ მონაწილე ქვეყნის ასეთი მხარეები და განათავსონ ისინი თავისუფალი ლიცენზიით და რომელთა გამოყენება ყველას და ყველგან შეეძლება.[3][4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ვუდ-ი, როგორც საპილოტე პროექტი, 2013 წელს უკრაინაში ჩატარდა. პროექტის მოთავე იყო ეთნოგრაფი ივან ბუკეტი.[5][6] შემდეგ წელს პროექტი საერთაშორისო გახდა და სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.[7] 2014 წელს კონკურსი ევროპის მიღმა გავრცელდა და 16 ქვეყანაში ჩატარდა.[8] მომდევნო 2015 წელს ვიკის უყვარს დედამიწის ფარგლებში 26 ქვეყნიდან 8 500-ზე მეტმა მონაწილებ 100 000-ზე მეტი ფოტო ატვირთა.[9]

„ვიკის უყვარს დედამიწა 2016-ის“ განმავლობაში 26 ქვეყნიდან 7 000-ზე მეტმა მონაწილემ 75 000-ზე მეტი საკუთარი ფოტო წარადგინა.[10]

ვუდ საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს „ვიკის უყვარს დედამიწა 2017-ის“ გამარჯვებული ფოტო.

საქართველო ვიკის უყვარს დედამიწას 2017 წელს შეუერთდა. კონკურსის ფარგლებში 24-მა მონაწილემ ჯამში 861 ფოტო ატვირთა. საქართველოს „ვიკის უყვარს დედამიწა 2017-ის“ საპრიზო ფონდი 900 იყო. საქართველოში ჩატარებული ვუდ-ის პირველი გამარჯვებული გახდა ფოტო, რომელზეც ასახულია მამრი შვლის ნუკრი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.





საერთაშორისო ვუდ-ის გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტო წელი ფოტოგრაფი ქვეყანა აღწერა
Dawn on cloud nine.jpg 2013 კატია კრასნიცკაია უკრაინის დროშა უკრაინა მზის ჩასვლა აი-პეტრი იალას დაცულ ტერიტორიაზე
Карпатский 05.jpg 2014 ბალხოვიტინი უკრაინის დროშა უკრაინა კარპატიანის ეროვნული პარკის ხედი
Shangrila Resorts.jpg 2015 ზაემ სიდიქი პაკისტანის დროშა პაკისტანი კურორტი შანგრილა
Stopića Pećina2.jpg 2016 ქედომირ ჟარკოვიჩი სერბეთის დროშა სერბეთი სტოპიჩას გამოქვაბული
Ogoy island in winter.jpg 2017 სერგეი პესტერევი რუსეთის დროშა რუსეთი ოგოის კუნძული

საქართველოს ვუდ-ის გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაწყების ყველაზე გავრცელებული თარიღი
  2. დასრულების ყველაზე გავრცელებული თარიღი
  3. Wiki Loves Earth Competition to Showcase Natural Scenes of Morocco“, Morocco World News, 25 April 2015. წაკითხვის თარიღი: 15 May 2015. 
  4. Wiki Loves Earth 2015, concours international de photographie, de retour pour une deuxième édition en Algérie“, Huff Post Maghreb, 22 April 2015. წაკითხვის თარიღი: 15 May 2015. 
  5. Стартував фотоконкурс «Вікі любить Землю»
  6. Семенюк Віктор. В авангарді Європи // Culture and life. – 2015. – 1-9 січня. - №1-2 (4624-4625). – С. 4.
  7. Guinness World Records, Largest photography competition, 2012.
  8. Wikipedia's second international photo contest "Wiki Loves Earth" to start on May 1“, Kyiv Post, 28 April 2014. წაკითხვის თარიღი: 15 May 2015. 
  9. Wiki Loves Earth: Top 10 pictures from Pakistan“, Dawn, 4 June 2015. წაკითხვის თარიღი: 4 June 2015. 
  10. Wiki Loves Earth shortlists top 10 photos in Pakistan round“, DAWN.COM, 9 June 2016. წაკითხვის თარიღი: 21 March 2017. (en)