შინაარსზე გადასვლა

ვაჰიდ ალიევი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაჰიდ ალიევი
მშობლიური სახელი აზერ. Vahid Əli oğlu Əliyev
დაბადების თარიღი 19 აპრილი, 1969 (1969-04-19) (55 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
ეროვნება აზერბაიჯანელი
განათლება

ნახიჩევანის სამხედრო ლიცეუმი ლენინგრადის საჰაერო თავდაცვის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური სკოლა

რუსეთის საგარეო დაზვერვის აკადემია
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
ჯილდოები

ვაჰიდ ალი ოღლუ ალიევი (აზერ. Vahid Əli oğlu Əliyev; დ. 19 აპრილი,1969, ბაქო) — გენერალ-ლეიტენანტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე თავდაცვის საკითხებში (2002-2017), აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე (2012-2017).

ვაჰიდ ალიევი დაიბადა 1969 წლის 19 აპრილს ქალაქ ბაქოში. 1983-1986 წლებში სწავლობდა სპეციალურ სკოლაში, შემდეგ დაამთავრა ლენინგრადის საჰაერო თავდაცვის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური სკოლა და აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1990 წლიდან 1991 წლამდე ვაჰიდ ალიევი მსახურობდა სსრკ-ს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების სადაზვერვო ლეგიონში.

1991 წლიდან 1996 წლამდე მსახურობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებულ სპეციალურ დირექტორატში, ეკავა დეტექტივის, შემდეგ დეპარტამენტის უფროსის თანამდებობები. 1996 წლის მარტში დაინიშნა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სპეციალური დირექტორატის უფროსად, შემდეგ კი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეროვნული უშიშროების მინისტრის მოადგილედ (1996-1997) და ეროვნული უშიშროების მინისტრად (1997-2002).

2002 წლის 12 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით ვაჰიდ ალიევი დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწედ[1], ხოლო 2012 წლის 30 ნოემბერს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ[2]. აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წლამდე იყო.

ვაჰიდ ალიევი 2019 წლის 18 აპრილს დაჯილდოვნა 1-ლი ხარისხის ორდენით „სამშობლოს სამსახურისათვის“[3].