შინაარსზე გადასვლა

ვარტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარტა

მდინარე ვარტა პოზნანთან
ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
ქალაქები პოზნანი
სათავე მალოპოლსკის მაღლობი
სიგრძე 808 კმ
აუზის ფართობი 54,529 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ვარტა ვიკისაწყობში

ვარტა (პოლ. Warta) — მდინარე პოლონეთში, ოდრის მარჯვენა შენაკადი

სიგრძე — 808 კმ, აუზის ფართობი — 53,700 კმ². სათავეს იღებს მალოპოლსკის მაღლობზე, კვეთს კრაკოვ–ჩენსტოხოვის მაღლობს და შემდეგ მიედინება ველიკოპოლის დაბლობზე. წყლის ხარჯი 215 მ³/წმ. სანავიგაციოა ქალაქ პოზნანამდე. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები ზაფხულ–შემოდგომაზე. შენაკად ნოტეცით და ბიდგოშის არხით უკავშირდება მდინარე ვისლის აუზს.

მდინარეზე მდებარეობს ქალაქები: ჩენსტოხოვა, პოზნანი, გოჟუვ-ველიკოპოლსკი.

შენაკადები:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ვარტა