ვარტა
იერსახე
| ვარტა | |
|---|---|
|
მდინარე ვარტა პოზნანთან | |
| ქვეყანა |
|
| ქალაქები | პოზნანი |
| სათავე | მალოპოლსკის მაღლობი |
| სიგრძე | 808 კმ |
| აუზის ფართობი | 54,529 კმ² |
ვარტა (პოლ. Warta) — მდინარე პოლონეთში, ოდრის მარჯვენა შენაკადი
სიგრძე — 808 კმ, აუზის ფართობი — 53,700 კმ². სათავეს იღებს მალოპოლსკის მაღლობზე, კვეთს კრაკოვ–ჩენსტოხოვის მაღლობს და შემდეგ მიედინება ველიკოპოლის დაბლობზე. წყლის ხარჯი 215 მ³/წმ. სანავიგაციოა ქალაქ პოზნანამდე. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები ზაფხულ–შემოდგომაზე. შენაკად ნოტეცით და ბიდგოშის არხით უკავშირდება მდინარე ვისლის აუზს.
მდინარეზე მდებარეობს ქალაქები: ჩენსტოხოვა, პოზნანი, გოჟუვ-ველიკოპოლსკი.
შენაკადები:
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 312.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ვარტა