შინაარსზე გადასვლა

ვარდავარი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარდავარიფერისცვალების სომხური დღესასწაული, რომელიც აღინიშნებოდა აღდგომიდან 98-ე დღეს. ვარდავარის ფესვები ქრისტიანობამდელ პერიოდთანაა დაკავშირებული. იგი სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული გახლავთ – ამ დღეს იესო ქრისტეს ფერისცვალებას ზეიმობენ.

ბევრი მკვლევარი „ვარდავარ“ ტერმინს ხეთური ენიდან მომდინარედ მიიჩნევს - ხეთურად ვადარ - „წყალი“, არრ - „შესხურებას“ აღნიშნავს და მას სომხეთისათვის წლის ყველაზე გვალვიან პერიოდში წვიმის გამოწვევის მაგიას უკავშირებს. მიიჩნევა, რომ წყალი, რომელსაც ადამიანები ვარდავარის დღეს ასხურებენ ერთმანეთს, სამკურნალოა და კეთილდღეობის, ბედნიერებისა და იღბალის მომტანია.

არსებობს ამ ტერმინის მომდინარე მეორე ვარიანტიც, ზოგიერთი მეცნიერი დღესასწაულის სახელწოდებაში ვარდ – „ვარდი“ – ძირს გამოყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ვარდავარის დღესასწაულზე ყვავილები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ წლის სწორედ ამ პერიოდში ვარდები საერთოდ არ ჰყვავის. ასე, რომ ეს ვარიანტი, მიუღებელი და უსაფუძვლოა.

აღნიშნული ვარდავარის დღესასწაული შაბათ-კვირის მიჯნის ღამეს იწყებოდა. სწორედ წინა ღამეს ხალხი წყაროებთან და ეკლესიებთან იკრიბებოდა. თარონში, რომელიც ეკუთვნის დასავლეთ სომხეთს, იქ მდებარე წმინდა კარაპეტის მონასტერი დღესასწაულის გამართვისათვის ყველაზე სასურველ ადგილად ითვლებოდა. ამ დღეს ახალგაზრდები მთელ ღამეს კოცონის გარშემო ცეკვასა და სიმღერაში ატარებდნენ, სწორედ აქვე ხდებოდა სასიყვარულო კავშირების გაბმა და ზოგჯერ ნიშნობაც კი.

ფერისცვალების სომხურ დღესასწაულზე აუცილებელი იყო ეკლესიების ყვავილებით მორთვა და ხორბლისა და ქერის თავთავებისგან შეკრული თაიგულების კურთხევა. გარდა ამ ყველაფრისა, ხორბლის ამ დღეს თესლებისაგან აკეთებდნენ თოჯინებს და საკუთარ სახლებში კიდებდნენ. ასეთ თვითნაკეთ თოჯინას დანიშნული ქალიშვილი უგზავნიდა თავის მომავალ დედამთილს, რომელიც თოჯინას დიდხანს ინახავდა. სომხეთის ზოგიერთ რეგიონში ამზადებდნენ დიდი ზომის დედოფალებს, რომელებსაც რიტუალის დროს ტარების პროცესში წყლით ასველებდნენ.

ამ დღეს დაკავშირებული სადღესასწაულო გართობა-თამაშობანი გრძელდებოდა წყაროებთან, სადაც სოფლის მოსახლეობა მსხვერპლს სწირავდა და საწესო სუფრას შლიდა. სწორედ აქ იწყებოდა დღეობის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტი, მათ შორის ყველა – ბავშვები და მოხუცები, ქალები და მამაკაცები – ერთმანეთს წყლით წუწავდა. აუცილებელია იყო ასევე წყლის საქონლისთვის შესხმაც.

  • ნუგზარ ანთელავა, კავკასიის ხალხთა რიტუალები, გვ. 290-291, თბ., 2017
  • Е. Т.- А. Праздник Преображения господня у армян (Вардавар) // Кавказ. — Тифлис, 1888. — № 201.
  • «Вардавар» и «Мерелоц» // Тифлисский листок. — Тифлис, 1889. — № 162.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარდავარი“-დან