შინაარსზე გადასვლა

ვალერი ჰობსონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალერი ჰობსონი
დაბადების თარიღი 14 აპრილი, 1917
ლარნა, ანტრიმი, ირლანდია
გარდაცვალების თარიღი 13 ნოემბერი, 1998(1998-11-13)
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 19321954
მეუღლე(ები)
  • Anthony Havelock-Allan
  • John Profumo
შვილ(ებ)ი 3

ბაბეტი ვალერი ლუიზა ჰობსონი (ინგლ. Valerie Hobson დაიბადა, 1917 წლის 14 აპრილი, Larne, County Antrim, Ireland - გარდაიცვალა, 1998 წლის 13 ნოემბერი)[1] იყო ირლანდიაში დაბადებული მსახიობი, რომელიც არაერთ ფილმში გამოჩნდა 1930 – იანი, 40 – იანი და 1950 – იანი წლების განმავლობაში. მისი მეორე მეუღლე იყო ჯონ პროფუმო, მთავრობის მინისტრი, რომელიც 1963 წელს გახდა სენსაციური სექსუალური სკანდალის მონაწილე.[2]

ბაბეტი ვალერი ლუიზა ჰობსონი დაიბადა ლარნში, ქალაქ ანტრიმში, ულსტერში. მისი მამა სამეფო ფლოტის კაპიტანი იყო.[3]

სანამ ის 11 წლის გახდებოდა, ჰობსონმა მსახიობობისა და ცეკვის სწავლა დაიწყო დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში.[4]

ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წელს, 17 წლის ასაკში, ვალერი ჰობსონი გამოჩნდა ბარონესა ფრანკენშტეინის როლში, Bride of Frankenstein-ში, ბორის კარლოფთან და კოლინ კლაივთან ერთად. მან იმავე წელს ჰენრი ჰალის მეწყვილედ ითამაშა ლონდონის მაქციაში, ჰოლივუდის Werewolf of London-ის პირველ ფილმში. გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლო ნახევარში ჰობსონი მის ორ ყველაზე დასამახსოვრებელ როლს ასრულებდა: როგორც მოზრდილი ესტელა დევიდი ლინის Great Expectations -ში (1946) და დახვეწილი და სათნო ედიტ დ'ასკოინი შავ კომედიაში Kind Hearts and Coronets ( 1949).

1952 წელს ის განქორწინდა პირველ მეუღლესთან, კინოპროდიუსერთან ენტონი ჰოვეკ-ალანთან (1904–2003). 1954 წელს იგი დაქორწინდა ბრიგადირ ჯონ პროფუმოზე (1915–2006) და მალევე უარი თქვა მსახიობობაზე. პროფუმო იყო იტალიური წარმოშობის გამოჩენილი პოლიტიკოსი.

ვალერი ჰობსონმა ბოლო როლი შეასრულა როჯერსისა და ჰამერშტეინის მუსიკალურ პიესაში მეფე და მე, რომელიც ლონდონში შედგა 1953 წლის 8 ოქტომბერს, როიალ თეატრში , დური ლეინში. მან შეასრულა ქალბატონი ანა ლეონოვენსის როლი. შოუს 926 წარმოდგენა გაიმართა.[5]

მას შემდეგ, რაც პროფუმოს მინისტრული კარიერა სამარცხვინოდ დასრულდა 1963 წელს, მას შემდეგ რაც მან მოატყუა თემთა პალატა ქრისტინე კილერთან ურთიერთობის შესახებ, ჰობსონი მას გვერდით დაუდგა და ისინი მთელი ცხოვრება მუშაობდნენ საქველმოქმედო მიზნით, თუმცა მან ხელიდან გაუშვა ყოფილიყო საზოგადოებრივი პერსონაჟი.[6]

ვალერი ჰობსონის უფროსი ვაჟი, საიმონ ენტონი კლერვო ჰავლოკ-ალანი, 1944 წლის მაისში დაუნის სინდრომით დაიბადა. მისი შუათანა შვილი, მარკ ჰოვეკ-ალანი, დაიბადა 1951 წლის 4 აპრილს და ის გახდა მოსამართლე. მისი უმცროსი შვილია ავტორი დევიდ პროფუმო (დაიბადა 16 ოქტომბერი, 1955 წ.), რომელმაც დაწერა სკანდალის შესახებ წიგნი Bringing the House Down: A Family Memoir . მასში იგი წერს, რომ მშობლებმა მას არაფერი უთხრეს სკანდალის შესახებ და რომ ეს მან სკოლის სხვა ბიჭისგან შეიტყო.[7]

მისი გარდაცვალების შემდეგ ჰობსონის ცხედარი მისი სურვილების შესაბამისად დაწვეს. მისი ნახევარი ფერფლი შერეული იქნა ჰერშამის ოჯახის სარდაფში. დანარჩენი კი 1999 წლის 1 იანვარს მისმა ვაჟებმა დევიდ პროფუმომ და მარკ ჰოვეკ-ალანმა მიმოფანტეს შოტლანდიაში ოჯახის მეურნეობის მახლობლად.[8] ჰობსონი ასახა დებორა გრანტმა ფილმში სკანდალი (1989), ჯოანა რიდინგმა ენდრიუ ლოიდ ვებერის მიუზიკლში Stephen Ward the Musical, რომელიც დაიდგა ალდვიჩის თეატრში 2013 წლის 19 დეკემბერს, და, ასევე, ემილია ფოქსიმ - BBC-ის მინი სერიალში ქრისტინე კილერის სასამართლო პროცესი 2019 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Vallance, Tom (16 November 1998). "Obituary: Valerie Hobson" დაარქივებული 2017-11-05 საიტზე Wayback Machine. The Independent.
  2. British Secretary of War John Profumo resigns amid sex scandal at history.com
  3. Barker, Dennis (16 November 1998). "Star of screen and scandal" The Guardian. England, London. p. 16. Retrieved 25 April 2018 – via Newspapers.com.
  4. Banville, John (14 October 2006). "A family affair" The Irish Times. Archived from the original on 26 April 2018. Retrieved 26 April 2018.
  5. Stanley Green, Encyclopedia of the Musical Theatre (New York, 1976: Dodd, Mead & Company, Cambridge, Massachusetts: DaCapo Press, 1980), p. 233.
  6. Grice, Elizabeth (2 September 2006). "Son breaks family's 40-year silence on scandal of the Profumo Affair" The Telegraph. London, UK.
  7. "Dingy Quadrilaterals" London Review of Books. 19 October 2006.
  8. Profumo, David (4 September 2006). "Even if the heart bleeds almost to death, passionate love is worth it" The Daily Telegraph. London.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვალერი_ჰობსონი“-დან