ეშმაკის მოციქული (პიესა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეშმაკის მოციქული
ავტორი ჯორჯ ბერნარდ შოუ
პრემიერა 1897
პრემიერის ადგილი ლონდონი
ენა ინგლისური
ჟანრი მელოდრამა
მოქმედების ადგილი ვებსტერბრიჯი, ნიუ-ჰემფშირი, 1777
IBDB პროფილი

ეშმაკის მოციქული (ინგლ. The Devil's Disciple) — ირლანდიელი დრამატურგის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჯორჯ ბერნარდ შოუს მიერ 1897 წელს დაწერილი პიესა. ეს არის ავტორის მერვე პიესა, თუმცა პირველი, რომელმაც მას ფინანსური წარმატება მოუტანა. ეს პიესის რიჩარდ მანსფილდისეული პროდუქციის შედეგად მოხდა 1897 წელს და შოუს დრამატურგიულ კარიერას ხელი დიდად შეუწყო. პიესა ყვება რიჩარდ დაჯონის ისტორიას, რომელიც რევოლუციის პერიოდის კოლონიალურ ამერიკაში მცხოვრები, საზოგადოებისაგან გარიყული პიროვნებაა და თავის თავს "ეშმაკის მოციქულს" უწოდებს. ბერნარდ შოუ მისთვის სახასიათო მოულოდნელ პარადოქსს ამ პიესაშიც ქმნის - მიუხედავად ჯოჯოხეთის მიმდევრობისა, დაჯონი ქრისტეს პოზიციაში მყოფი იკლავს თავს.

მოკლე შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესა ხდება სარატოგის კამპანიის დროს, 1777 წლის შემოდგომაზე.

პირველი აქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჩარდ "დიკ" დაჯონი არის განდევნილი საკუთარი ოჯახიდან, რომელიც უესტერბრიჯში, ნიუ ჰემპშირში ცხოვრობს. მამის გარდაცვალების შემდეგ, დიკი ბრუნდება მისი ბავშვობის სახლში, რათა მოისმინოს მამის ანდერძი. ეს ოჯახს ძალიან არ სიამოვნებს. ენტონი ანდერსონი, ადგილობრივი მღვდელი, დიკს ზრდილობიანად ექცევა მიუხედავად მის მიერვე გამოცხადებული აპოსტაზისა, თუმცა ანდერსონის ცოლი ჯუდითი ვერ ეგუება დიკის "სიგიჯეს." ყველასთვის გასაკვირად, აღმოჩნდება, რომ დიკის მამას სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე შეუცვლია ანდერძი, რომლის მიხედვითაც მისი რეზიდენციის უმეტესი დიკს ერგება. დიკი სასწრაფოდ გაადებს დედამისს, თუმცა დაპატიჟებს ობოლ ბიძაშვილ ესის, რომლის მამაც ბრიტანელებს აუჯანყდა და ჩამოხრჩობით დასაჯეს. პირველი აქტის ბოლოს, დიკი თავის თავსაც ბრიტანელების წინააღმდეგ აჯანყებულად გამოაცხადებს და ლანძღავს საკუთარ ოჯახს, როდესაც ისინი სახლს ტოვებენ. იგი აფრთხილებს ანდერსონს, რომ არმიამ ბიძამისი შეცდომით ჩამოახრჩო რადგან მათ იგი წესიერი კაცი ეგონათ და არაფერი იცოდნენ მისი ცუდი ზნის შესახებ. დიკი ანდერსონს ასევე ეუბნება, რომ ანდერსონი იქნება მაგალითი მთელი უესტერბრიჯისათვის.

მეორე აქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდერსონი დიკს საკუთარ სახლში მიიწვევს. სტუმრობისას, მღვდელ ანდერსონს გამოიძახებენ ქალბატონი დაჯონის სანახავად, რომელიც სასიკვდილო სარეცელზე იმყოფება, დიკი კი მარტო რჩება ჯუდით ანდერსონთან. ხვდება რა, რომ ჯუდითს იგი არ მოსწონს, დიკი ეცდება დატოვოს მღვდლის სახლი, თუმცა ჯუდითი დაიჟინებს, რომ იგი დარჩეს მღვდლის დაბრუნებამდე. მღვდლის დაბრუნებამდე, ბრიტანელი ჯარისკაცები შევლენ ანდერსონის სახლში, დიკი აერევათ ანდერსონში, და შეცდომით აპატიმრებენ დიკს. დიკი მათ მისი ნამდვილი ვინაობის გაუმხელად მიყვება. დიკი ჯუდითს დააფიცებს, რომ არაფერი თქვას და თუ მღვდელი თავად არ გასცემს თავის თავს, მაშინ დიკი მის ნაცვლად დარჩება ბრიტანელებს. ანდერსონი ბრუნდება და ხედავს რა თავის ანერვიულებულ ცოლს, ჯუდითს სთხოვს უთხრას დიკმა მას ხომ არ ავნო. ჯუდითი დიკისათვის მიცემულ სიტყვას ტეხავს და ამბობს, რომ ჯარისკაცები მოვიდნენ მის დასაპატიმრებლად მაგრამ მის ნაცვლად მათ დიკი ჩაბარდა. ანდერსონი გაკვირვებულა. ჯუდითის თხოვნის მიუხედავად, იგი მთელს თავის ფულს და იარაღს აკრეფს და სასწრაფოდ გაჭენდება ცხენით. ჯუდითი მიიჩნევს, რომ მისი ქმარი აღმოჩნდა ლაჩარი და დიკი კი, რომელიც მას ამრიგად ეზიზღბოდა - გმირი.

მესამე აქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუდითი ეწვევა დიკს და მას იკითხავს დიკმა გმირობა მის მიმართ სიყვარულის გამო ჩაიდინა თუ არა. დიკი უკმეხად იტყვის უარს რომანსის იდეაზე და ჯუდითს ეუბნება, რომ მან "საკუთარი ბუნების კანონის" მიხედვით იმოქმედა, რომლის მიხედვითაც მას არ შეეძლო საკუთარი თავი სხვისი დაღუპვის ხარჯზე გადაერჩინა. სამხედრო სასამართლო დიკს დამნაშავედ ცნობს და ჩამოხრჩობას მიუსჯის. ამ სცენაში შემოდის გენერალი ბერგოინი, რეალისტი, რომელიც რამდენიმე მწარე შენიშვნას იტყვის ამერიკული რევოლუციის მისამართით. ჯუდითი სასამართლოს მსვლელობისას განაცხადებს დიკის ნამდვილი ვინაობის შესახებ, თუმცა ეს არ მოქმედებს - დიკს მაინც ჩამოხრჩობა ემუქრება. ამასობაში ბურგოინის ყურამდე მოაღწევს ინფორმაცია, რომ აჯანყებულები უკვე აკონტროლებენ მეზობელ ქალაქს, შესაბამისად, იგი და მისი ჯარისკაცები საფრთხის ქვეშ არიან. სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ლონდონიდან მოსასვლელი დახმარება აღარ მოვა. აჯანყებულები გამოგზავნიან "მნიშვნელოვან ოფიცერს," რომელიც მათი სახელით ბრიტანელებთან მოლაპარაკებას გამართავს.

პიესის ბოლო სცენაა მოედანი, სადაც დიკი უნდა ჩამოახრჩონ. სიდნი კარტონის მსგავსად დიკენსინს "ორი ქალაქის ისტორიაში," დიკი არ თანამშრომლობს მის ჯალათებთან და მზადაა შეხვდეს სიკვდილს. ბოლო წუთს, აჯანყებულთა ოფიცერი გამოჩნდება, გენერალი ბურგოინი კი შეაჩერებს ჩამოხრჩობის პროცესს. აჯანყებულთა მიერ გამოგზავნილი ოფიცერი ენტონი ანდერსონია, რომელიც ცხოვრებისეულმა გამოცდამ მოქმედ, აქტიურ კაცად აქცია ისევე, როგორც დიკი დააფიქრა ცხოვრებამ. ანდერსონი გამართავს მოლაპარაკებებს დიკის გასათავისუფლებლად, ბურგოინი ათავისუფლებს დიკს. მაშინ ანდერსონი დიკს მის თანამდებობას შესთავაზებს და ეტყვის, რომ იგი უკეთესი მღვდელი იქნებოდა. გახარებული ამერიკელების ფონზე, წაგებული ბრიტანელები მიდიან.

ადაპტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 პიესის პირველი კინომატოგრაფიული ადაპტაცია გამოვიდა, ბერტ ლანკასტერით, მამა ენტონი ანდერსონისა და კირკ დუგლასით, დიკ დაჯონის როლში. ლოურენს ოლივიერი გენერალ ბურგოინის როლს ასრულებდა. პიესის მეორე კონომატოგრაფიული ადაპტაცია 1976 წელს გამოვიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]