შინაარსზე გადასვლა

ესფირ ნაციაშვილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ესფირ ნაციაშვილი (დ. 2 დეკემბერი, 1924, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1949–1952 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ორდინატორი ტროპიკოლოგიის განხრით. 1956–1972 წლებში ქალაქის სადეზინფექციო სადგურის ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის გამგე. 1972–1980 წელბში ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის თირკმლის ტრანსპლანტაციის ცენტრის ექიმი–იმუნოლოგი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1980 წლიდან ამავე ინსტიტუტის იმუნოლოგიის ლაბორატორიის გამგე. ავტორია 147 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. სამუშაოდ იმყოფებოდა გერმანიაში, ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის თირკმლის ტრანსპლანტაციის ცენტრსა და ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში. მონაწილეობდა ქოლერის ეპიდემიის ლოკალიზაციასა და ლიკვიდაციაში, მოხსენებით გამოდიოდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფორუმებზე.

1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ნაწლავური ინფექციის კერებში დეზინფექციის ხარისხის ბაქტერიოლოგიური კონტროლი“.

  • ნაწლავთა ინფექციების კერებში დეზინფექციის ხარისხის ბაქტერიოლოგიური შემოწმების დაჩქარებული მეთოდები თბილისი, საბჭ. საქართველო, 1977 გვ. 59
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 221

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]