ესტელი
მუნიციპალიტეტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ესტელი Estelí | |||||
ესტელის სამხრეთი დაბოლოვება | |||||
| |||||
ქვეყანა | ნიკარაგუა | ||||
დაქვემდებარება | ესტელის დეპარტამენტი | ||||
კოორდინატები | 13°05′35″ ჩ. გ. 86°21′19″ დ. გ. / 13.09306° ჩ. გ. 86.35528° დ. გ. | ||||
მერი | ფრანსისკო რამონ ვალენსუელა ბლანდონი | ||||
დაარსდა | 1685 | ||||
ფართობი | 795.7 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 844 მ | ||||
მოსახლეობა | 119,000 კაცი | ||||
სიმჭიდროვე | 144.4 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC−6 | ||||
საფოსტო ინდექსი | 31000 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.alcaldiaesteli.gob.ni/ | ||||
ესტელი (ვილა დე სან ანტონია დე პავია დე ესტელი) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესტელის დეპარტამენტში, ნიკარაგუაში. ესტელი არის ჩრდილოეთ ნიკარაგუის მნიშვნელოვანი საწარმოო ცენტრი. მას „საგოვიის მარგალიტს“ უწოდებენ.
მანაგუიდან 150 კმ-ის მოშორებით მდებარე ქალაქი გაშენებულია პანამერიკულ გზატკეცილზე. იგი არის სწრაფად მზარდი და პროგრესირებადი ქალაქი 119,000-იანი მოსახლეობით. მას აქვს სასიამოვნო კლიმატი მთელი წლის განმავლობაში, რაც ერთმხრივად განსაზღვრა ნიაკრაგუის მაღალმთიანეთში მდებარეობამ. ქალაქი არის ზღვის დონიდან 844 მეტრ სიმაღლეზე. ესტელი შემოსაზღვრულია ტყიანი მთებითა და ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზე მყოფი პლატოებით, რომელთაგან ზოგიერთი სახელმწიფო ნაკრძლადაა გამოცხადებული.
1970-იან წლებში, სომოსას მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ცენტრი იყო ქალაქი ესტელი.
ეკონომიკა და ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიადაგი ესტელის შემოგარენში არის საუკეთესო თამბაქოს მოსაყვანად, რომელსაც სიგარისათვის იყენებენ. ქალაქში წარმოებული თამბაქოები, მრავალჯერ გახდნენ ჯილდოების მფლობელი. ამის გამო ესტელიმ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი თამბაქოს მწარმოებებლი ქალაქის სახელი დაიმკვიდრა. კუბის რევოლუციის დროს, 1959 წელს კუბელმა სიგარის მწარმოებლებმა სწორედ ესტელს შეაფარეს თავი. ქალაქში არის არაერთი უცხოენოვანი სკოლა, რესტორნები და სასტუმროები, რომლებიც ემსახურებიან ჩასულ ტურისტებს. ესტელის მახლობლად არის ბუნებრივი ნაკრძალები: მირაფლორი, ტისეი-ესტანსუელა, ლას ბისას-კებისასი, ტომაბუ, ტეპესომოტო და მოროპოტენტე.
მსოფლიოს ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ 2008 წლის მუნიციპალიტეტის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით ესტელის მუნიციპალიტეტი პირველ და მეორე ადგილებზეა, ლათინური ამერიკის 165 მუნიციპალიტეტს შორის ხარისხიანი და ეფექტიანი სამშენებლო და მუნიციპალიტეტის საოპერაციო ლიცენზიის ნებართვის მიცემაში.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესტელი არის სამშობლო ნიკარაგუის ერთ-ერთი წარმატებული საფეხბურთო გუნდის ესტელის რეალისა, რომელსაც უწოდებენ „ჩრდილოეთის მატარებელს“. იგი არის აგრეთვე სამშობლო პროფესიული საკალათბურთო გუნდისა. ამით ესტელი ნიკარაგუის სპორტისთვის ქვეყანაში მნიშვნელობით მესამე ქალაქია. 1970-იან წლებში, ესტელის საკალათბურთო გუნდი მონაწილეობას იღებდა „რობერტო კლემენტეს“ საკალათბურთო ტურნირში. ესტელის საკალათბურთო გუნდმა მიიღო ნიკარაგუის საუკეთესო გუნდის ტიტული, რადგანაც მის რიგებში თამაშობდნენ პორფი ალტამინარო და ალბერტ უილიამსი.
ინფრასტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესტელის ნიკარაგუაში ყველაზე კეთიმოწყობილი წყალმომარაგების სისტემა აქვს, რომელიც თითქმის მთელს მის მოსახლეობას ემსახურება.
ესტელის არსებობის ისტორიაში სამი აეროპორტი აუშენდა, მაგრამ დღეს არც ერთი იმათგანი არსებობს. პირველი აეროპორტის აშენება დასტურდება 1930-34 წლებში, როცა ტაკამ დაიწყო მგზავრების გადაყვანა ელ სალვადორი-ტეგუსიგალპა-დანლი-ოკოტალი-ესტელი-მანაგუას გზაზე. ლა ტომსონი, რომელიც არის ესტელიდან სამი მილის მოშორებით ჩრდილოეთით, იქ აშენდა მეორე აეროპორტი. მესამე აეროპორტი აშენდა ქალაქის ჩრდილოეთ ბოლოში 1980-იან წლებში. თუმცა, იგი დღეს ქალაქის ნაწილი გახდა.
1940 წელს იგეგმებოდა ნიკარაგუის სარკინიგზო ხაზის გაგრძელება ელ საუკედან ჩრდილოეთით ესტელის გავლით. ცამეტი კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო ხაზი გაშენდა, მაგრამ მისი მშენებლობის დასრულება ჩაიშალა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ესტელის კათედრალი
-
დაშვება ელ სალტო დე ლა ესტანსუელაზე
-
კინო ესტელი, ცენტრალ პარკთან ახლოს
-
სასტუმრო ლოს აკროს ოტელ
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გერმანია- ბილეფელდი
- გაერთიანებული სამეფო- შეფილდი
- ნიდერლანდები- დელფი
- სლოვენია- ლინკიოპინგი
- ნორვეგია- სტავანგერი
- საფრანგეთი- ევრი
- აშშ- ლა ჰაბრა
- აშშ- სტივენს პოინთი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Petroglifos de Esteli, Nicsragua - www.esteli.info დაარქივებული 2009-07-21 საიტზე Wayback Machine.
- Norte de Nicaragua დაარქივებული 2015-03-05 საიტზე Wayback Machine.
- Norte de Nicaragua - Esteli დაარქივებული 2010-05-01 საიტზე Wayback Machine.
- El Esteliano
- Portal del Norte de Nicaragua დაარქივებული 2007-06-01 საიტზე Wayback Machine.
- Estelí en linea დაარქივებული 2009-05-24 საიტზე Wayback Machine.
- Sheffield-Estelí Student Partnership დაარქივებული 2008-05-08 საიტზე Wayback Machine.
- Miraflor Natural Reserve დაარქივებული 2008-07-08 საიტზე Wayback Machine.