ეს მშვენიერი ცხოვრება (1946 წლის ფილმი)
„ეს მშვენიერი ცხოვრება“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ფრენკ კაპრა |
პროდიუსერი | ფრენკ კაპრა |
სცენარის ავტორი | ფრანსის გუდრიხი, ალბერტ ჰაკეტი, ჯო სუერლინგი |
ნაწარმოები |
უდიდესი საჩუქარი — ფილიპ ვან დერ სტორნი |
როლებში | ჯეიმზ სტიუარტი, დონა რიდი |
მუსიკა | დიმიტრი ტიომკინი |
ოპერატორი | ჯოზეფ უოკერი |
მონტაჟი | უილიმ ჰორნბეკი |
სტუდია | Liberty Films |
დისტრიბუტორი | RKO Radio Pictures |
გამოსვლის თარიღი | 20 დეკემბერი, 1946 |
ხანგრძლივობა | 130 წუთი |
ქვეყანა | აშშ, |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $3,18 მლნ |
შემოსავალი | $3 300 000 |
„ეს მშვენიერი ცხოვრება“ (ინგლ. It's a Wonderful Life) — ფრენკ კაპრას 1946 წლის საშობაო ფილმი. კაპრამ ფილმისთვის მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისორისთვის.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯორჯ ბეილი ცხოვრობს ქალაქ ბედფორდ ფოლსში და ფლობს საკრედიტო კომპანიას. ის პატიოსანი ადამიანი და მოსიყვარულე მშობელი და მამაა. ფინანსური გაჭირვების გამო ჯორჯი თავის მოკვლას აპირებს. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც მზადაა, სიცოცხლეს შეელიოს, ანგელოზის დახმარება სჭირდება. ზეციდან მის გადასარჩენად კლარენსს მიავლენენ. კლარენსი იმ მომენტში ერთადერთი თავისუფალი ანგელოზია, მაგრამ კლარენსს ფრთები არ აქვს. ის მეორე კლასის ანგელოზია და ჯერ ფრთების მიღება ვერ დაიმსახურა. კლარენსს პირდებიან, რომ თუ ჯორჯს თვითმკვლელობისგან იხსნის, ფრთებს მისცემენ. კლარენს ცოტა დრო აქვს, ამიტომ ის ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯორჯს აჩვენებს, თუ როგორი იქნებოდა სამყარო მის გარეშე. ვალებში ჩავარდნილ და სასოწარკვეთილ ჯორჯს საბოლოოდ მთელი ქალაქი ეხმარება გადარჩენაში.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯეიმზ სტიუარტი - ჯორჯ ბეილი
- დონა რიდი - მერი ჰეჩ ბეილი
- ჰენრი ტრევერსი - კლარენს ოლდბადი
- ლაიონელ ბერიმორი - ჰენრი პოტერი
- ტომას მიტჩელი - ძია ბილი ბეილი
- ბეულა ბონდი - დედილო ბეილი
- უორდ ბონდი - ბერტი
- გლორია გრეჰემი - ვაიოლეტ ბიკი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ეს მშვენიერი ცხოვრება“ ვიკისაწყობში.
- „ეს მშვენიერი ცხოვრება“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)