ელიოტ სმითი
ელიოტ სმითი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სტივენ პოლ სმითი |
დაბ. თარიღი | 6 აგვისტო, 1969[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ომაჰა, ნებრასკა, აშშ |
გარდ. თარიღი | 21 ოქტომბერი, 2003 წ. (34 წლის) |
გარდ. ადგილი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 1991 - 2003 |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | sweetadeline.net |
ელიოტ სმითი ვიკისაწყობში |
სტივენ პოლ „ელიოტ“ სმითი (ინგლ. Steven Paul „Elliott“ Smith; დ. 6 აგვისტო, 1969 — გ. 21 ოქტომბერი, 2003) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მულტი-ინსტრუმენტალისტი.
ელიოტ სმითი დაიბადა 1969 წლის 6 აგვისტოს, ომაჰაში, ნებრასკაში. ძირითადად გაიზარდა ტეხასის შტატში, ხოლო ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა პორტლენდში, ორეგონში, სადაც პირველად მოიპოვა პოპულარობა. სმითის ძირითადი ინსტრუმენტი გიტარა იყო, თუმცა ის ასევე უკრავდა ფორტეპიანოზე, კლარნეტზე, ბას-გიტარაზე, დრამსა და ჰარმონიკაზე და გამოირჩეოდა განსხვავებული ვოკალური სტილით.[8]
ჯგუფ Heatmiser-ში რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, იგი 1994 წლიდან სოლო კარიერას შეუდგა და გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი Roman Candle (1994) ლეიბლზე Cavity Search. მომდენვნო წელს ამას მოჰყვა მეორე ალბომის Elliott Smith გამოცემა ლეიბლზე Kill Rock Stars. 1997 წელს ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა DreamWorks Records, ვისთვისაც ჩაწერა ორი ალბომი. საყოველთაო აღიარება მოუტანა ფილმ „ნიჭიერი უილ ჰანტინგისთვის“ დაწერილმა საუნდტრეკმა „Miss Misery“, რომელიც ნომინირებული იქნა 1998 წლის ოსკარის ცერემონიალზე.
წლების განმავლობაში სმითი იტანჯებოდა ქრონიკული დეპრესიით, ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით, რაც მრავალგზის აისახა კიდეც მის მუსიკალურ შემოქმედებაში.
ელიოტ სმითი 2003 წელს, 33 წლის ასაკში მკერდის არეში დანით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. გამოძიებაზე დაყრდნობით ელიოტ სმითმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა გვამის გაკვეთის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ იგი მოკლეს.[9]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- ელიოტ სმითი დაარქივებული 2020-01-11 საიტზე Wayback Machine. — Kill Rock Stars
- ელიოტ სმითი AllMusic-ზე
- ელიოტ სმითის კოლექცია — Internet Archive-ის ცოცხალი მუსიკის არქივი
- Keep the Things You Forgot: An Elliott Smith Oral History დაარქივებული 2015-02-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #130384542 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ „Mr. Misery“. Out. United States: Here Publishing. May 2000. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „CMJ's Top 30 Editorial Picks“. CMJ New Music Report. New York City: CMJ Network, Inc. January 11, 1999. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Hughes, Josiah. (24 მარტი, 2015) Elliott Smith Doc 'Heaven Adores You' Gets Limited Theatrical Release. Ian Danzig. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2016.
- ↑ Huey, Steve. Elliott Smith – Elliott Smith : Songs, Reviews, Credits, Awards. AllMusic. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2013.
- ↑ Rocker's Autopsy Doesn't Rule Out Homicide (January 8, 2004). ციტირების თარიღი: June 25, 2013.
- დაბადებული 6 აგვისტო
- დაბადებული 1969
- გარდაცვლილი 21 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 2003
- XX საუკუნის ამერიკელი გიტარისტები
- Virgin Records-ის შემსრულებლები
- ნიუ-იორკელი სიმღერების ავტორები
- ნიუ-იორკელი მომღერლები
- ფემინისტი მუსიკოსები
- DreamWorks Records-ის შემსრულებლები
- Caroline Records-ის შემსრულებლები
- ამერიკელი როკ-გიტარისტები
- ამერიკელი მომღერლები და სიმღერების ავტორები
- ამერიკელი მამაკაცი მომღერლები და სიმღერების ავტორები
- ამერიკელი მამაკაცი გიტარისტები
- ამერიკელი ინდი-როკ მუსიკოსები
- ამერიკელი ფემინისტები
- ალტერნატიული როკ-მომღერლები
- ალტერნატიული როკ-გიტარისტები
- XXI საუკუნის ამერიკელი მწერლები
- XXI საუკუნის ამერიკელი მომღერლები
- XX საუკუნის ამერიკელი მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი მომღერლები