შინაარსზე გადასვლა

ელდარ მიქაილზადე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელდარ მიქაილზადე
დაიბადა 18 იანვარი, 1956(1956-01-18) (68 წლის)
დაბადების ადგილი Əmircan, Baku

ელდარ ჰიდაათ ოღლუ მიქაილზადე (აზერ. Eldar Hidayət oğlu Mikayılzadə; დ. 18 იანვარი, 1956, ამირჯანი) — აზერბაიჯანელი ხალიჩის მწარმოებელი და მხატვარი; აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (2018), სსრკ მხატვართა კავშირის (1986), რუსეთის მხატვართა კავშირის (2004) და იუნესკოს ხელოვანთა კავშირის წევრი; აზერბაიჯანული მანათის პირველი ჩანახატების ავტორი.[1]

ელდარ ჰიდიათ ოღლუ მიქაილზადე ხალიჩების მხატვარი, გრაფიკოსი, დიზაინერი და მხატვარი, რომელიც ქმნის ორნამენტულ და ნარატიულ ხალიჩებს, დაიბადა ბაქოს სოფელ ამირჯანში 1956 წელს. დაამთავრა აზერბაიჯანის ა.აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სკოლის ფერწერის ფაკულტეტი (1971-1975), სწავლობდა მის კედლებში აზერბაიჯანის დამსახურებულ არტისტ ჰაფიზ მამედოვთან, შემდეგ დაამთავრა აზერბაიჯანის ხელოვნების ინსტიტუტის მხატვრული ხალიჩების დამზადების ფაკულტეტი. აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის წევრი 1983 წლიდან, რუსეთის 2004 წლიდან და იუნესკოს ხელოვანთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. აზერბაიჯანის სახალხო არტისტი 2018 წლიდან.

1977 წელს მან თავისი პირველი მხატვრული ნამუშევარი მიუძღვნა მშობლიურ სოფელს და პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად უწოდა „იენი ჰილა“.[2] 1984 წლიდან დაიწყო პროფესიული საქმიანობა ხალიჩის მხატვრად.[3]

მისი ნამუშევრები კერძო კოლექციებშია რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, თურქეთში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]