შინაარსზე გადასვლა

დიოსკურიული მონეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიოსკურიული მონეტა — ძვ. წ. II საუკუნის ბოლოს დიოსკურიაში (ახლანდელი სოხუმი) მოჭრილი სპილენძის საქალაქო მონეტა. იჭრებოდა იმ დროს, როდესაც კოლხეთის სამეფოს სანაპირო შედიოდა პონტოს სამეფოში. მონეტის შუბლზე გამოსახულია ორი ქუდი ექვს- და რვაქიმიანი ვარსკვლავებით (მითოლოგიური ტყუპი ძმების — პოლიდევკესა და კასტორის ემბლემა), ხოლო ზურგზე — კვერთხი და ბერძნული ზედწერილი: "დიოსკურიადოს". წონა 1,37-4,43 გრ. დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ერმიტრაჟში (სანქტ-პეტერბურგი) და სხვა.