შინაარსზე გადასვლა

დიდი შიფრი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი შიფრი-ნომენკლატორის შიფრი რომელიც შემუშავებულია როსინიოლების მიერ, რომელთაგან რამდენიმე თაობა ემსახურებოდა ფრანგ მონარქებს, რორც კრიპტოგრაფები. ამ შიფრს ასეთი სახელი დაერქვამისი უნიკალურობნის გამო, რადგან ის იყო გაუტეხავი შიფრი.ამ შიფრს ძირითადად იყენებდნენ საფრანგეთში. 1811 წელს ის ამოვარდა ხმარებიდან, საფრანგეთის არქივებში ბევრი ისეთი ნდოკუმენტი ინახებოდა, რომელსაც ვერ კითხულობდნენ, სანამ მისი გაშიფვრა არ შეძლეს.

ანტუან როსინიორის კრიპტოგრაფიული უნარები ცნობილი გახდა 1625 წელს, როდესაც მათ აიღეს დაშიფრული წერილი, რომელიც ტოვებდა ქალაქ რესპონტს, რომელიც კჯონტროლდებოდა ფრანგული არმიების მიერ. როსინიორმა კი ის წარმატებით გაშიფრა.ფრანგებმა დააბრუნეს წერილი გაშიფრული გზავნილით და აიძულეს ჰუგენოტები, დანებებულიყვნენ. ის და მისი ვაჟი, ბონავენტურა როსინიოლი, მალევე დაინიშნენ სასამართლოში გამოჩენილ თანამდებობებზე.

მათ ერთად ისეთი შიფრი შეიმუშავეს, რომ საუკუნეების განმავლობაში ვერ ხსნიდნენ კრიპტოანალიტიკოსები. შიფრის გატეხვა მხოლოდ 1893 წელს სამწლიანი წვალების შემდეგ მოხდა, კომენდანტ ეტიენ ბაზენიესის მიერ, ის მიხვდა რომ ტრადიციული შიფრებისგან განსხვავებით, ერთი ციფრი ასოს კი არა ფრანგულ მარცვალს ნიშნავდა.მან გაშიფრა ციფრების ეს თანმიმდევრობა 124-22-125-46-345 რომელიც ნიშნავდა (ფრანგ. les ennemis )-„მტრები“ და ამ თანმიმდევრობის გაშიფვრის შემდეგ მან შეძლო მთელი შიფრის გაშიფვრა.

კაცი რკინის ნიღაბში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ დაშიფრულ წერილში ლუი მე_14სა და მის მარშალ ნიკოლას დე კატინას შორის გამოჩნდა საიდუმლო კაცის შესახებ რკინის ნიღაბში.წერილი ეხებოდა გენერალ ვივიენ დე ბულონდეს, რომელიც თავს უნდა დასხმოდა იტალიის ერთ-ერთ ქალაქს, კუენოს, მაგრამ ამის ნაცვლად გაიქცა.ავსტრიელების ჩამოსვლის შიშით და მთელი საფრანგეთის კამპანიის წარმატების საფრთხის მიყენების გამო. წერილი ამბობდა:

მისმა უდიდებულესობამ ნებისმიერ სხვა ადამიანზე უკეთ იცის ამ ქმედების შედეგები და მან ასევე იცის, რამდენად ღრმად დააზარალებს ადგილის დაკავება ჩვენს საქმეს, მარცხი რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს ზამთარში. მის უდიდებულესობას სურს რომ, თქვენ დაუყონებლი დააპატიმროთ გენერალი ბულონდე და გადაიყვანოთ იგი პინიეროლის ციხესიმაგრეში, სადაც ის ღამით საკანში იქნება დაცვის თანხლებით და 333 309-ით

დღის ანმავლობაში ბრძოლის ველზე გასვლის უფლებას მიცემენ. "330" და "309" მხოლოდ ერთელ გამოჩნდა კორესპონდენციაში, ამიტომ შეუძლებელია იმის დადგენა თუ რას ნიშნავს ის. ბაზერებმა დაადასტურეს, რომ გენერალი ბულონდე მოხსნილი იყო ბრძანებიდან, ამიტომ მან დაასაბუთა რომ "330" ნიშნავდა ნიღაბს, ხოლო "309" წერტილს. რკინის ნიღბის პერიოდში გამოყენებული არცერთი შიფრული ვარიანტი არ მოიცავდა ნიღაბს , ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა რომ, ის შედიოდეს შეფრის მცირე რეპერტუარში.

One of many nomenclators used to encode the Great Cipher.

ბაზერის მიერ გატეხილი კოდის საფუძველს წარმოადგენა 587 ციფრის ნაკრები, რომელიც ნიშნავდა შიფრებს.იყო სხვა ვარიანტებიც და ლუი მე-14-ის საზღვარგარეთის მინისტრებს გაუგზავმეს სხვადასხვა დაშიფრული ფურცლები, რომლებიც შიფრავდა არა მხოლოდ მარცვლებს, არამედ ასოებსა და სიტყვებსაც კი. ზოგიერტი ციფრების ნაკრები იყო ნული, რომელიც ნიშნავდა იგნორირებას, ასევე იყო "მახეებიც" რომელიც ნიშნავდა წინა დაშიფრული ჯგუფის იგნორირებას.

როგორც ნომენკლატორის შიფრი, დიდმა შიფრმა შეცვალა ძირითადი გენერლების სახლები, როგორიცაა ოგიუსტ დე მარმონი, მითითებები მტრებზე და სხვა ტერმინებიც შეიცვალა ჰომოფონიური ჩანაცვლებით, კოდექსის ფურცლები მოიცავდა ალტერნატიულ ციფრებს და ასოებს. რადგან e ყველაზე ხშირად გამოყენებადი ასობგერაა ფრანგულში, როგორც წესი მას ყველაზე მეტი კოდი ენიჭებოდა ხმოანთა დასაწერად. ერთ ნომენკლატურააში 711 კოდიდან 131 მხოლოდ e იყო.



თარგი:Cryptography navbox

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_შიფრი“-დან