შინაარსზე გადასვლა

დიდი ველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი ველი — გასწვრივი დადაბლება აშშ-ში, სამხრეთ აპალაჩებში. სიგრძე 950 კმ, სიგანე 40-60 კმ. დასავლეთით ესაზღვრება აპალაჩის პლატო, აღმოსავლეთით ცისფერი ქედი. შედგება მრავალი ეროზიული გასწვრივი ხეობისგან, რომლებიც 1500 მეტრამდე სიმაღლის მოგლუვებული ქედებთაა გაყოფილი. დრენირებულია მრავალი მდინარით. დიდი ველი აშშ-ის მდიდარი სასოფლო-სამეურნეო რაიონია, მასზე გადის სამხრეთ და ჩრდილოეთ შტატეის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალები.