დეკორატიული ხელოვნება
იერსახე
დეკორატიული ხელოვნება, გაფორმებითი ხელოვნება — ტრადიციულად განისაზღვრება, როგორც ორნამენტული და ფუნქციონალური ნამუშევარი კერამიკაზე, ხეზე, მინაზე, ლითონზე ან ტექსტილზე. ეს სფერო მოიცავს ავეჯს, ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურას. დეკორაციულ ხელოვნებას ხშირად სახვითი ხელოვნების ისეთი სახეებისგან, როგორიცაა მხატვრობა, ხაზვა, ფოტოგრაფია და სკულპტურა, საპირისპირო კატეგორიაში მოიხსენიებენ. ზოგიერთ წყაროში დეკორატიული და გამომსახველობითი ხელოვნება იმიჯნება ფუნქციონალობის, დანიშნულების, სტატუსისა და არტისტული მნიშვნელობის მიხედვით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 19.