დედამიწის ოცნება
დედამიწის ოცნება | |
---|---|
აზერ. Torpağın arzusu, ან Torpağın həsrəti | |
ავტორი | სათარ ბაჰლულზადე |
წელი | 1963 |
ტიპი | ტილო, ზეთი. |
სიმაღლე | 150 |
სიგანე | 225 |
ქალაქი | ბაქო |
მუზეუმი | აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი |
„დედამიწის ოცნება“ (აზერ. Torpağın arzusu,[1] ან Torpağın həsrəti[2]) — 1963 წელს შესრულებული, აზერბაიჯანელი მხატვრის სათარ ბაჰლულზადეს ნახატი. ინახება აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმში, ბაქოში.[3]
დეკორაციული საღებავებით შესრულებილი პეიზაჟში („დედამიწის ოცნება“) ასახულია ბაქოს მახლობლად არსებული ხელოვნური ტბის — ჯეირან-ბათანის სარკისებური წყლები, რომელთა წყალობითაც უდაბნო გადაიქცა ყვავილების ბაღად. სათარ ბაჰლულზადემ ადგილობრივ ლანდშაფტში დაინახა დაფარული სილამაზე, რომელიც ადრე უხილავი იყო სხვა ასობით მხატვრისთვის. მან გადმოსცა ეს სილამაზე თავის ნამუშევარში. ყაყაჩოს მინდორი კი თვითონ მოიგონა და მიახატა. როგორც ხელოვნებადმცოდნე ზიადხან ალიევი აღნიშნავს, ბაჰლულზადე „გაიჟღინთა თითოეული ყაყაჩოს კვირთის სილამაზით, რომელიც ბოლო ძალებით მიიღწვის ცისკენ, მან განჭვრიტა ადგილობრივი მიწის ოცნება — იქცეს ძვირადღირებულ ყვავილად..“[4]
ვადიმ პოლევოის მიერ გამოცემულ „პოპულარული მხატვრების ენციკლოპედიაში“, „აზერბაიჯანის ხელოვნებაში“ და „აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელოვნებაში“ ეს ნახატია ილუსტრაციის სახით გამოყენებული სათარ ბაჰლულზადეს შესახებ სტატიაში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Səttar Bəhlulzadə: rəngkarlıq və qrafika / Sattar Bahlulzade: painting and graphics. Под ред. Салима Бабуллаоглы / Edited by Emma Triller. Xalq Bank. 2012. ISBN 978-9952-8151-1-5 (აზერბაიჯანული) (ინგლისური)
- ↑ Saleh Tahirov. Yollar. Mənzərələr. (Səttar Bəhlulzadə haqqında xatirələr) Aspoliqraf. 2009 (აზერბაიჯანული)
- ↑ Под ред. Полевого В.М. Бахлулзаде Саттар Бахлул оглы. Советская энциклопедия. 1986
- ↑ Алиев З. Художник-сказочник из Баку Наследие. 9 ოქტომბერი 2006