შინაარსზე გადასვლა

დგუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დგუში

დგუში — მოძრავი ცილინდრული ნაწილი.

დგუშის დანიშნულებაა მიიღოს აირების წვის შედეგად წარმოქმნილი თბური ენერია და თითისა და ბარბაცას საშუალებით გადასცეს მუხლა ლილვს. დგუში ასევე ემსახურება დამხმარე ტაქტებს: შეშვება, შეკუმშვა, მუშა სვლა და აირების გაშვება. დგუშის მუშაობის პირობები ხასიათდება დიდი მექანიკური და თბური დატვირთვებით, ამავე დროს იგი გადაადგილდება არათანაბარი სიჩქარით. ცილინდრის შუა ნაწილში სიჩქარე აღწევს მაქსიმუმს, ხოლო მკვდარ წერტილებში იგი ნულის ტოლია. აღნიშვნული პროცესი იწვევს ინერციას. მუდმივი ხახუნი დგუშისა და ცილინდრებს შორის იწვევს მექანიკურ ცვეთას. ზემოთ აღნიშნულის გამო დგუშის დასამზადებლად გამოყენებულ მასალას უნდა ჰქონდეს შემდეგი თვისებები:მაღალი მექანიკური სიმტკიცე, მდგრადობა დიდ ტემპერატურულ რეჟიმზე, მაღალი ანტიფრიციული თვისება,სითბოს კარგი გამტარეობა, სწორხაზოვანი გაფართოების დაბალი კოეფიცენტი და კოროზიული მდგრადობა.

საავტომობილო მწარმოებლებში დგუშის დასამზადებლად ძირითადად იყენებენ ალუმინის შენადნობებს, იშვიათად თუჯს. ამჟამად მიდის აქტიური მუშაობა კერამიკული მასალისგან დგუშების დასანერგად.ალუმინის ნაკლები კუთრი წონის გამო მისგან დამზადებულ დგუშებს ინერციული დატვირთვა შემცირებული აქვთ.

სითბოს კარგი გადაცემის შედეგად შემცირებულია თბური დაძაბულობა. დაბალი ხახუნის კოეფიცენტის გამო ნაკლებია შიდა დანაკარგები. ამავდროულად ალუმინის შენადნობიდან დამზადებულ დგუშებს აქვთ შემდეგი ნაკლოვანებები:თბური გაფართოების დიდი კოეფიცენტი,არასაკმარისი ცვეთამედეგობა და შედარებით მაღალი ღირებულება.

თუჯისგან დამზადებულ დგუშებს აქვთ უფრო მაღალი სისალე, ცვეთადემედეგობა და მხურვალმტკიცობა და ამავდროულად ხახოვანი გაფართოების თანაბარი კოეფიცენტი მასრებთან. აღნიშნული ფაქტორი იძლევა ღრიჩოს შემცირების საშუალებას. თუჯის ძირითადი უარყოფითი მხარეებია: შედარებით მაღალი კუთრი წონა, რაც ზრდის ინერციის ძალებს. ამიტომ შეუძლებელი ხდება მათი გამოყენება სწრაფსვლიან ძრავებში.

დგუშს აქვს შემამჭიდროებელი ნაწილი (თავი) ძრო და მიმმართველი ნაწილი (კალთა) შემამჭიდროებელ ნაწილს აქვს არხები საკომპრესიო და ზეთჩამომწმენდი რგოლებისათვის. თითის დასამაგრებლად დგუშს აქვს კორძი. დგუში მუშაობისას ცხელდება არათანაბრად. იმ მიზნით, რათა მოხდეს სხვადასხვა ხარისხით გაფართოების კომპენსირება, დგუშს აკეთებენ კონუსურს და ოვალურს. კორძების ღერძზე დიამეტრი ნაკლებია, ვიდრე მის პერპენდიკულარულად. ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ დიდი მეტალის მასა უფრო ინტენსიურად ფართოვდება, რადგან დგუშის ზედა ნაწილი უფრო მეტად ცხელდება. ამიტომ თავის დიამეტრი უფრო ნაკლებია ვიდრე კალთისა. სიმტკიცის გაზრდის მიზნით შიდა ნაწილში აკეთებენ სიხისტის წიბოებს, რომელნიც გარკვეულწილად ხელს უწყობენ დგუშის თავიდან კალთაზე ტემპერატურის გადაცემას. იმისათვის, რომ სწორად მოხდეს დგუშის ცილინდრში ჩასმა მას უკეთებენ მისანიშნ ჭდეს. ასეთი ჭდე კეთდება დგუშის და ბარბაცას სწორად შეერთებისათვის.