დგუშის თითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დგუშის თითი

დგუშის თითის დანიშნულებაა შეაერთოს დგუში ბარბაცასთან. თითს უდნა ჰქონდეს საკმარისი სიმტკიცე, რადგან მასზე მოდის მნიშვნელოვანი დატვირთვები, რომელნიც იცვლებიან, როგორც სიდიდით, ასევე მიმართულებით.

თითი წარმოადგენს მცირე ზომის ფოლადის მილს, რომელიც გადის ბარბაცას ზედა თავში და ბოლოებით ეყრდნობა კორძებს.

თითი მზადდება ნახშირბადოვანი ფოლადისაგან, მას აწრთობენ და გარე ზედაპირს აპრიალებენ. თანამედროვე ავტომობილებში გამოიყენება ე.წ. მცოცავი ჩამაგრება, რაც გამოიხატება შემდეგში: თითი თავისუფლადაა ჩამაგრებული, როგორც ბარბაცას ზედა თავში, ასევე დგუშის კორძებში. თითს ღერძული გადაადგილებისაგან იცავს კორძების ღარაკებში ჩაყენებული საყრდენი რგოლები. მცოცავი თითი მთელ გარშემოწერილობაზე ცვდება თანაბრად.

ვინაიდან ალუმინის დგუშს და ფოლადის თითს აქვთ სხვადასხვა გაფართოების კოეფიცენტი, ამიტომ აწყობისას წინასწარ ახდენენ დგუშის გახურებას და ისე ხდება დგუშის თითისა და ბარბაცას აწყობა. ტემპერატურის დაწევის შედეგად თითი აღმოჩნდება დგუშში მჭიდროდ ჩასმული. ზოგიერთ ავტომობილებში ხდება თითის უძრავად ჩამაგრება, პრინციპში ასეთი თითი ცვდება არათანაბრად.