დასავლეთი კორდილიერები (კოლუმბია)
დასავლეთი კორდილიერები | |
---|---|
დასავლეთი კორდილიერები | |
კოორდინატები: 5° ჩ. გ. 76° დ. გ. / 5° ჩ. გ. 76° დ. გ. | |
ქვეყანა | კოლუმბია |
ტერიტორიული ერთეული | ანტიოკიის დეპარტამენტი ჩოკოს დეპარტამენტი ნარინიოს დეპარტამენტი |
უმაღლესი წერტილი | სერო-ტატამა |
სიმაღლე | 4250 მ |
ფართობი | 86,239 კმ² |
სიგრძე | 852 კმ |
სიგანე | 376 კმ |
დასავლეთი კორდილიერები — კოლუმბიური ანდების სამი განყოფილებიდან ყველაზე დაბალი. მისი საშუალო სიმაღლეა 2000 მეტრი, ხოლო უმაღლესი მწვერვალია სერო-ტატამა 4250 მ სიმაღლით. ის იწყება სამხრეთში კოლუმბიური მასივიდან, რომელიც მდებარეობს ნარინიოს დეპარტამენტში და გადაჭიმულია ჩრდილოეთით პარამილოს მასივამდე ანტიოკიის და კორდობის დეპარტამენტებამდე.
მასივის დასავლეთი მხარე მიეკუთვნება კოლუმბიის წყნარი ოკეანის რეგიონს. მდინარე სან-ხუანით იწყება მთავარი წყალგამყოფი ქედი, ხოლო მასივის აღმოსავლეთი ნაწილი ეკუთვნის მდინარე კაუკას აუზს. მასივის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკური ფერდობი იწყება ატრატო და სინუ მდინარეებით. მასივის უდიდესი მწვერვალია კერო ტატამა.
მასივი მოიცავს ხუთ ეროვნულ პარკს, ასევე ორ ეროვნულ დაცულ ტერიტორიას, ორ ლოკალურად დაცულ ტერიტორიას და ორ რეკრეაციულ ტერიტორიას.