ანდების რეგიონი (კოლუმბია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდების რეგიონი

კოლუმბიის ანდები — ყველაზე დასახლებული რეგიონი კოლუმბიაში. აქვეა განთავსებული ყველა დიდი ქალაქი.[1] ასევე ის იყო კოლუმბიამდელი პერიოდის ცივილიზაციების მნიშვნელოვანი კერა. კოლუმბიის ანდები იყოფა სამ ძირითად ნაწილად, რომლებსაც ერთად უწოდებენ კორდილიერებს (ესპანურად აღნიშნავს მთათა მასივს). დასავლეთი კორდილიერები ესაზღვრება წყნარი ოკეანის სანაპიროს, აქ მდებარეობს ქალაქი კალი, ცენტრალური კორდილიერები მდებარეობს კაუკას და მაგდალენას მდინარეებს შორის აქ არის ქალაქები: მედელინი, მანისალესი და პერეირა, ხოლო მესამე ნაწილი არის აღმოსავლეთი კორდილიერები რომელიც გაწოლილია ჩრდილო-აღმოსავლეთით გუახირის ნახევარკუნძულის მიმართულებით, აქ მდებარეობს დედაქალაქი ბოგოტა, ბუკარამანგა და კუკუტა.

რეგიონის კლიმატი და მცენარეული საფარი იცვლება ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, თუმცა შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ძირითადი არეალი: 1000 მეტრამდე ცხელი ჰავის ზონა, 1000-2000 მეტრის დონეზე თბილი ჰავის ზონა სადაც ცხოვრობს მოსახლეობის უმეტესობა და 2000-3200 ცივი ჰავის ზონა, ალპური ზონა 3200-4600 და 4600-ს ზემოთ ყინულის ზონა.

რეგიონში მდებარეობს მუნჩიკუს ეროვნული პარკი და ფარალონეს-დე-კალის პარკი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (ესპანური) MEMO: Natural Regions of Colombia Memo.com.co Accessed 22 August 2007.