დათვობანა
იერსახე
დათვობანა — ძველ საქართველოში პანტომიმური ხასიათის სანახაობა სიმღერის თანხლებით, მისნური ცეკვის გადმონაშთი; წარსულ საუკუნეებში ყველიერში მართავდნენ ხოლმე ქალები. დათვად შენიღბული ბერიკა ქალი ჩადგებოდა ფერხულში და ბაძავდა დათვის იმ მოძრაობებს, რაც სიმღერაში იხსენიებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვარამაძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 344.