დავით ფრანგიშვილი
დავით ფრანგიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 24 ნოემბერი 1948 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | ვირუსოლოგი |
მუშაობის ადგილი | პარიზის პასტერის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
მამა | ალექსანდრე ფრანგიშვილი |
ცნობილია როგორც | წამყვანი ექსპერტი არქეების კვლევაში |
სამეცნიერო სფერო | ვირუსოლოგია |
დავით ფრანგიშვილი (დ. 24 ნოემბერი 1948, თბილისი) — ქართველი ვირუსოლოგი, პროფესორი პარიზის პასტერის ინსტიტუტში და წამყვანი ექსპერტი არქეების ვირუსების კვლევაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით ფრანგიშვილი დაიბადა ქართველი ფსიქოლოგის ალექსანდრე ფრანგიშვილის ოჯახში. დედა — ელისაბედ ლასხიშვილი იყო სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი განათლების მინისტრის გიორგი ლასხიშვილის ქალიშვილი.
დავით ფრანგიშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1971 წელს, მეცნიერებათა კანდიდატის და დოქტორის ხარისხები მიიღო მოსკოვში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში. 1986-1991 წლებში იყო განყოფილების გამგე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში. 1992-2004 წლებში მუშაობდა გერმანიაში, მაქს-პლანკის ბიოქიმიის ინსტიტუტში (მიუნხენი) და რეგენსბურგის უნივერსიტეტში. 2004 წლიდან მუშაობს საფრანგეთში, არის პარიზის პასტერის ინსტიტუტის პროფესორი. 2019 წლიდან არის ევროპის მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ცენტრის აკადემიური დირექტორი, ხოლო 2020 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიტის მოწვეული პროფესორი.
დავით ფრანგიშვილს მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1979), ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის და მაქს პლანკის სტიპენდიები (1983, 1992-1999). დავით ფრანგიშვილი არის ევროპის მეცნიერებათა აკადემიის Academia Europaea წევრი (2018), მიკრობიოლოგიის ევროპული აკადემიის European Academy of Microbiology წევრი (2015), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2011), ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მოწვეული პროფესორი (2015), საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი (2015).
კვლევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით ფრანგიშვილი არის არქეების - ცოცხალი სამყაროს ახლად აღმოჩენილ სამეფოს, კვლევის ერთ-ერთი პიონერი. განსაკუთრებულად დიდია მისი წვლილი არქეების ვირუსების კვლევაში. მის მიერ აღმოჩენილი და აღწერილია ამ ვირუსების მრავალი ახალი სახეობა და ოჯახი, კერძოდ ოჯახები: Ampullaviridae [1], Bicaudaviridae [2], Clavaviridae [3], Globuloviridae [4], Guttaviridae [5], Spiraviridae [6], Tristromaviridae [7] და Portogloboviridae [8], და რიგი Ligamenvirales [9] (ოჯახები Rudiviridae [10] და Lipothrixviridae [11]). იგი არის 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
ფრანგიშვილის კვლევამ გამოავლინა, რომ არქეების ვირუსები წარმოადგენს ვირუსული სამყაროს განსხვავებულ ნაწილს, უჩვეულო მორფოლოგიური და გენომური თვისებებით [12][13]. მისი კვლევის შედეგებმა მნიშვნელოვნად შეცვალა შეხედულებები ვირუსების მრავალფეროვნებისა და ვირუსების წარმოშობის შესახებ და დასახა ვირუს-მასპინძლის ურთიერთობის შესწავლის ახალი პერსპექტივები [12][13][14][15].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Häring M., Rachel R, Peng X, Garrett RA, and Prangishvili D (2005) “Diverse viruses in hot springs of Pozzuoli, Italy, including a unique bottle-shaped archaeal virus ABV from a new family, the Ampullaviridae”. J Virol 147: 2419-2429. 2. Häring M, Vestergaard G, Rachel R, Chen L, Garrett RA and Prangishvili D (2005) “Independent virus development outside a host”. Nature436: 1101-1102.
- ↑ Häring M, Vestergaard G, Rachel R, Chen L, Garrett RA and Prangishvili D (2005) “Independent virus development outside a host”. Nature436: 1101-1102.
- ↑ Mochizuki T, Yoshida T, Tanaka R, Forterre P, Sakob Y, and Prangishvili D (2010) “Diversity of viruses of the hyperthermophilic archaeal genus Aeropyrum, and isolation of the Aeropyrum pernix bacilliform virus 1, APBV1, the first representative of the family Clavaviridae”. Virology 402: 347-354.
- ↑ Häring M, Peng X, Brügger K, Rachel R, Stetter KO, Garrett RA, and Prangishvili D (2004) “Morphology and genome organization of the virus PSV of the hyperthermophilic archaeal genera Pyrobaculum and Thermoproteus: a novel virus family, the Globuloviridae”. Virology 323: 233–242.
- ↑ Mochizuki T, Sako Y, and Prangishvili D (2011) "Provirus induction in hyperthermophilic Archaea: Characterization of Aeropyrum pernix spindle-shaped virus 1 and Aeropyrum pernix ovoid virus 1". J Bacteriol193:5412-5419.
- ↑ Mochizuki T, Krupovic M, Pehau-Arnaudet G, Sako Y, Forterre P, and Prangishvili D (2012). "Archaeal virus with exceptional virion architecture and the largest single-stranded DNA genome". Proc Natl Acad Sci USA109: 13386–13391.
- ↑ Rensen E, Mochizuki T, Quemin E, Schouten S, Krupovic M, and Prangishvili D (2016) “Novel virus of hyperthermophilic archaea with a unique architecture among DNA viruses”. Proc Nat. Acad Sci USA113: 2478-2483.
- ↑ Liu Y, Ishino S, Ishino Y, Pehau-Arnaudet G, Krupovic M, and Prangishvili D (2017) “A novel type of polyhedral viruses infecting hyperthermophilic archaea”. J Virol91: e00589-17.
- ↑ Prangishvili D, and Krupovic M (2012). “A new proposed taxon for double-stranded DNA viruses, the order Ligamenvirales”. Arch Virol157: 791–795.
- ↑ Prangishvili D, Arnold HP, Götz D, Ziese U, Holz I, Kristjansson JK and Zillig W (1999) “A novel virus family, the Rudiviridae: Structure, virus-host interactions and genome variability of the Sulfolobus viruses SIRV1 and SIRV2”. Genetics152:1387–1396.
- ↑ Bettstetter M, Peng, X, Garrett RA, and Prangishvili D (2003) “AFV1, a novel virus infecting hyperthermophilic archaea of the genus Acidianus”. Virology 315: 68-79.
- ↑ 12.0 12.1 Prangishvili D, Forterre P, Garrett RA (2006) "Viruses of the Archaea: Unifying View"Nature Rev Microbiol4 :837-48.>
- ↑ 13.0 13.1 Prangishvili D. (2013) “The wonderful world of archaeal viruses”. Annu Rev Microbiol67: 565-585.
- ↑ Prangishvili D (2015) “Archaeal viruses: living fossils of the ancient virosphere?” Ann NY Acad Sci1341: 35-40.>
- ↑ Prangishvili D, Bamford DH, Forterre P, Iranzo J., Koonon EV, and Krupovic M (2017) “The enigmatic archaeal virosphere”. Nature Rev Microbiol15: 724–739.