ალექსანდრე ფრანგიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ალექსანდრე ფრანგიშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1907, სამტრედია — გ. 1989) — ქართველი მეცნიერი, ფსიქოლოგი.

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1927 წელს დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის მასწავლებლად ქალაქ თელავის პედაგოგიურ ტექნიკუმში. მალე გადაიყვანეს კახეთის რაიონის სახალხო განათლების ხელმძღვანელ მუშკად, შემდგომ კი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ლექტორად. 1937-1941 წლებში მუშაობდა განათლების კომისარიატთან არსებულ თბილისის პედაგოგიური მეცნიერების საკვლევო ინსტიტუტში, ხოლო 1943 წლიდან ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. 1950 წელს აირჩიეს ინსტიტუტის დირექტორად, რომელსაც 35 წელი ხელმძღვანელობდა.

თავისი მეცნიერული მუშაობის პროცესში მან დაამუშავა მეცნიერული გამოკვლევის რამდენიმე ციკლი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოლოგიური აქტივობის გაგებისა და ახსნისათვის. მისი დახმარებით განწყობის თეორია იქცა საბჭოთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ძირითად მიმდინარეობად, რომლის მიღწევები დღეს ფართოდაა ცნობილი სხვადასხვა ქვეყნის ფსიქოლოგთა სამეცნიერო ცენტრებში.

1974 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1981 — ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • 1979 — ლენინის ორდენი
  • 1961 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1954 — შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფსიქოლოგიური ნარკვევები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1987. - 194გვ.
  • სწავლის ფსიქოლოგიის საკითხები : სახელმძღვ. პედ. ინ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1969. - 138გვ.
  • ნარკვევები ადამიანის ფსიქოლოგიური ცოდნის ისტორიიდან საქართველოში : XVII-XVIII სს. და XIX ს. დასაწყისი (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1959. - 484გვ.
  • მეხსიერების ფსიქოლოგიისათვის : მოგონებაში დარწმუნებულობის საფუძვლების პრობლემა თანამედროვე ფსიქოლოგიაში (ავტორი). - თბილისი, საქართველოს სსრ განსახკომის დაწყებითი და საშუალო სკოლის სახელმწიფო სამეცნიერო-საკვლევო ინსტიტუტი, 1941. - 144გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]