შინაარსზე გადასვლა

გუმის მღვიმოვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუმის მღვიმოვანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სოხუმის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 435 მ
ამგებელი ქანები კირქვა

გუმის მღვიმოვანიკარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე დასავლეთის გუმისთის ხეობის მარცხენა ფერდობზე, სოფელ გუმის მიდამოებში. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. აერთიანებს სამ მშრალ მღვიმეს. ქვედა მღვიმის შესასვლელის აბსოლუტური სიმაღლეა ზღვის დონიდან 395 მ, შუა მღვიმის — 420 მ, ზედა მღვიმის — 435 მ; მღვიმეების სიგრძე შესაბამისად 90, 17 და 45 მ. მღვიმეები ერთმანეთს ვიწრო ნაპრალებით უკავშირდება. გუმის მღვიმოვანში არის კალციტის ნაირფეროვანი ნაღვენთი წარმონაქმნები. ქვედა მღვიმეში გვხვდება რამდენიმე კულტურული ფენა.