გრუმ-გრჟიმაილოს მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრუმ-გრჟიმაილოს მყინვარი
კოორდინატები: 38°29′32″ ჩ. გ. 72°19′59″ ა. გ. / 38.49222° ჩ. გ. 72.33306° ა. გ. / 38.49222; 72.33306
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ქედი პამირი
ფართობი 142,9 კმ²
სიგრძე 37 კმ
ტიპი დენდრიტულ-ხეობური
გრუმ-გრჟიმაილოს მყინვარი — ტაჯიკეთი
გრუმ-გრჟიმაილოს მყინვარი

გრუმ-გრჟიმაილოს მყინვარი (რუს. Грумм-Гржимайло ледник) — დენდრიტულ-ხეობური ტიპის მყინვარი ცენტრალურ პამირში, იაზგულემის ქედის ფერდობზე, დამოუკიდებლობის პიკის საფუძველთან. პამირის ერთ-ერთი უდიდესი მყინვარი. სიგრძე 37 კმ, ფართობი 142,9 კმ². იერთებს 10-ზე მეტ შენაკადს. მყინვარის ბოლო მდებარეობს ზღვის დონიდან 3610 მ სიმაღლეზე, ხოლო უმაღლესი ნაწილი 6900 მ-ზე. ფირნის ხაზის სიმაღლე გადის 5080 მ-ზე. დასაბამს აძლევს მდინარე ტანიმასს (ბართანგის აუზი).[1] მყინვარი აღმოაჩინა გრიგოლ გრუმ-გრჟიმაილომ 1887 წელს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Войтковский К.Ф. Основы гляциологии. М.: Наука, 1999. — 256 с.
  2. Грумм-Гржима́йло ледник | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-06. ციტირების თარიღი: 2020-06-06.