გრანდ-ჟორასი
იერსახე
გრანდ-ჟორასი | |
---|---|
გრანდ-ჟორასი | |
კოორდინატები: 45°52′00″ ჩ. გ. 6°59′00″ ა. გ. / 45.86667° ჩ. გ. 6.98333° ა. გ. | |
ქვეყანა | იტალია საფრანგეთი |
სიმაღლე | 4208 მ |
მთის მასივი | მონბლანის მასივი |
გრანდ-ჟორასი (ფრანგ. Grandes Jorasses) — მწვერვალი მონბლანის მასივზე. სიმაღლე 4208 მ. მდებარეობს იტალიისა და საფრანგეთის სახელმწიფო საზღვარზე. მწვერვალის ჩრდილოეთი კედელი არის ალპების ერთ-ერთი ყველაზე ძნელადმისადგომი მონაკვეთი. აქვს 6 პიკი, რომელთა თხემის საერთო სიგრძე 1 კილომეტრამდეა. პირველი ასვლა განხორციელდა 1868 წლის 30 ივნისს. გრანდ-ჟორასის ჩრდილოეთი მონაკვეთი საფრანგეთის ფარგლებშია, ხოლო სამხრეთი მონაკვეთი — იტალიის ფარგლებში.