გლაუბერ როშა
გლაუბერ როშა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 მარტი, 1939 ვიტორია-და-კონკისტა, ბაიას შტატი, ბრაზილია |
გარდაცვალების თარიღი |
22 აგვისტო, 1981 (42 წლის) რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი |
აქტიური | 1959-1981 |
მეუღლე(ები) | ელენა იგნესი |
გლაუბერ დე ანდრადე როშა (პორტ. Glauber de Andrade Rocha; დ. 14 მარტი, 1939, ვიტორია-და-კონკისტა, ბაიას შტატი, ბრაზილია — 22 აგვისტო, 1981, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ცნობილი, როგორც გლაუბერ როშა — ბრაზილიელი კინორეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი. ბრაზილიური კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი და „Cinema Novo“-ს წამყვანი ფიგურა.
მის ფილმებში მნიშვნელოვანია პოლიტიკური საკითხები. როშამ 1969 წელს კანის კინოფესტივალზე გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში, ფილმისთვის „ანტონიო დას მორტეს“. როშას სამი ფილმი ნომინირებული იყო ოქროს პალმის რტოზე, მათ შორის „ტანჯული მიწა“, რომელმაც ლოკარნოს კინოფესტივალზე გრან პრი მიიღო.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როშა ვიტორია-და-კონკისტაში, ბაიას შტატში, ბრაზილიაში დაიბადა. 9 წლის მისი ოჯახი სალვადორში გადავიდა, სადაც ის პრესვიტერიანულ სკოლაში სწავლობდა.
16 წლის ასაკში იგი ადგილობრივი გაზეთისათვის ფილმების განხილვებს წერდა. შემდგომში, ორი წლის განმავლობაში, სამართლის სკოლაში სწავლობდა. 1959 წელს გადაიღო თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „ტერასა“. როშამ ბაიაში მალევე გაითქვა სახელი თავისი რეცენზიებითა და შემოქმედებითი საქმიანობით და გადაწყვიტა, კოლეჯიდან წამოსულიყო, გაეგრძელებინა ჟურნალისტური საქმიანობა კინო-კარიერასთან ერთად.
კინო-კარიერა და სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როშას ავანგარდული ფილმები ხშირად ეხება ბრაზილიის ისტორიას, აჩვენებს ქვეყანაში მომხდარ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს. 1961 წელს გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „ტალახიანი“, მას მოჰყვა 1964 წელს გადაღებული ფილმი „შავი ღმერთი, თეთრი ეშმაკი“ და სხვ. ყველა მათგანი ბრაზილიის პრობლემებს ასახავდა.
1969 წელს როშა მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო. იგივე წელს ის მსახიობის როლში გამოჩნდა ძიგა ვერტოვის ჯგუფის მიერ გადაღებულ ფილმში, „აღმოსავლეთის ქარი“.
1970 წელს, ბრაზილიის მთავრობასთან პრობლემების გამო, მან ქვეყანა დატოვა. როშა თავის წიგნში, „ბრაზილიური კინოს კრიტიკული მიმოხილვა“ (1963), ბრაზილიურ კინოზე მრავალი ასპექტიდან მსჯელობს. მისი გვიანდელ ფილმებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ გადაიღო, არის „სუფთა“ (1975), „თავების მოჭრა“ (1970) და „დედამიწის ასაკი“ (1980).
როშა თავის ქვეყანაში არ დაბრუნებულა იქამდე, სანამ ფილტვის ინფექციის გართულებების გამო მისი მდგომარეობა არ დამძიმდა. როშა ლისაბონიდან, სადაც იგი კლინიკურ დახმარებას იღებდა, რიო-დე-ჟანეიროში ჩამოიყვანეს, თუმცა იგი რამდენიმე დღეში, 1981 წლის 22 აგვისტოს, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დოკუმენტური, მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმები
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1959 | ფ | „ტერასა“ | Pátio | რეჟისორი, სცენარისტი |
1962 | ფ | „ბარავენტო“ | Barravento | რეჟისორი, სცენარისტი |
1964 | ფ | „შავი ღმერთი, თეთრი ეშმაკი“ | Deus e o Diabo na Terra do Sol | რეჟისორი, სცენარისტი |
1965 | ფ | „ამაზონი, ამაზონი“ | Amazonas, Amazonas | რეჟისორი, სცენარისტი |
1966 | ფ | „მარანიანი“ | Maranhão | რეჟისორი, სცენარისტი |
1967 | ფ | „ტანჯული მიწა“ | Terra em Transe | რეჟისორი, სცენარისტი |
1968 | ფ | „1968“ | 1968 | რეჟისორი, სცენარისტი |
1969 | ფ | „ანტონიო დას მორტეს“ | O Dragão da Maldade Contra o Santo Guerreiro | რეჟისორი, სცენარისტი |
1970 | ფ | „ლომს შვიდი თავი აქვს“ | Der Leone Have Sept Cabeças | რეჟისორი,სცენარისტი |
1970 | ფ | „თავების მოჭრა“ | Cabezas Cortadas | რეჟისორი, სცენარისტი |
1972 | ფ | „პალომა, პალომა“ | Paloma, Paloma | რეჟისორი, სცენარისტი |
1973 | ფ | „ბრაზილიის ისტორია“ | História do Brasil | რეჟისორი, სცენარისტი |
1975 | ფ | „სუფთა“ | Claro | რეჟისორი, სცენარისტი |
1975 | ფ | „მოახლე ჯოანი“ | Jeanne la Pucelle | რეჟისორი, სცენარისტი |
1995 | ფ | „იარაღები და ხალხი“ | As Armas e o Povo | რეჟისორი, სცენარისტი |
1977 | ფ | „Di“ | Di | რეჟისორი, სცენარისტი |
1977 | ფ | „ჟორჟ ამადო კინოში“ | Jorge Amado no Cinema | რეჟისორი, სცენარისტი |
1980 | ფ | „დედამიწისა საკი“ | A Idade da Terra | რეჟისორი, სცენარისტი |
1982 | ფ | „კიბო“ | Câncer | რეჟისორი, სცენარისტი |
2015 | ფ | „ცხოვრება უცნაურია“ | A Vida É Estranha | რეჟისორი, სცენარისტი |