შინაარსზე გადასვლა

გიორგი სანაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი სანაია
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1975
გულრიფში
გარდაცვალების თარიღი 26 ივლისი, 2001, თბილისი

გიორგი სანაია (დ. 24 თებერვალი, 1975 — გ. 26 ივლისი, 2001, თბილისი) — ქართველი ტელეჟურნალისტი.

დაიბადა 1975 წელს აფხაზეთში. შემდგომში საცხოვრებლად გადავიდა თბილისში.

1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდშივე მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მოგვიანებით, მისი ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო ტელე-სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, სადაც გიორგი სანაიას მიჰყავდა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ „ღამის კურიერი“.

2001 წლის ივლისში, ტელევიზიით მოულოდნელად გავრცელდა ცნობა გიორგი სანაიას გარდაცვალების შესახებ. გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა, ბევრის მოსაზრებით ამ მკვლელობის მიზეზი იმდროინდელი პოლიტიკური ინტრიგები უნდა ყოფილიყო.

მას დარჩა ცოლი და ერთი შვილი. გიორგი სანაია დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]