გიორგი ოთხმეზური
იერსახე
გიორგი ოთხმეზური | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 აგვისტო, 1954 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 20 იანვარი, 2021 (66 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
დედა | მარიამ ლორთქიფანიძე |
გიორგი ოთხმეზური (დ. 14 აგვისტო, 1954, თბილისი — გ. 20 იანვარი, 2021, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია.
იყო მარიკა ლორთქიფანიძის შვილი.[1] გარდაიცვალა 2021 წლის 20 იანვარს.[2]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კავკასია ქართულ წყაროებში, უცხო სახელმწიფოები, ტომები, ისტორიული პირები : ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2012 ISBN 978-9941-0-3946-1
- ქართული ფეოდალური საგვარეულოების ისტორიიდან, ამირეჯიბი, თბ., 2009
- ქართული ფეოდალური საგვარეულოების ისტორიიდან : აბაზასძე-მარილელი-აბულეთისძე, თბ., 2006
- XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1981
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი ოთხმეზური — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი ოთხმეზური დაარქივებული 2012-06-09 საიტზე Wayback Machine.