გიორგი გამყრელიძე (მწერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „გიორგი გამყრელიძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი გამყრელიძე (მრავალმნიშვნელოვანი).
გიორგი გამყრელიძე
დაბადების თარიღი 4 (17) ნოემბერი, 1903
დაბადების ადგილი ზოდი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)
გარდაცვალების თარიღი 1975
გარდაცვალების ადგილი მიუნხენი

გიორგი გამყრელიძე (დ. 4 ნოემბერი, 1903, ზოდი, ჭიათურის რაიონი — გ. 1975, მიუნხენი) — ქართველი პოეტი, ჟურნალისტი.

მამა – მიხეილ გამყრელიძე შავი ქვის მრეწველი იყო, ჭიათურაში საკუთარი მაღაროები ჰქონდა და თავად ოჯახთან ერთად ქუთაისში ცხოვრობდა. გიორგი გამყრელიძე სწავლობდა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. გიმნაზიაში სწავლისას დააარსა ჟურნალი „ბაღდადის წეროები“, რომლის რედაქტორი თვითონვე იყო. მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი გამყრელიძე | უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების ბიოგრაფიული ლექსიკონი