შინაარსზე გადასვლა

გიზბორნის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
გიზბორნის რეგიონი
ინგლ. Gisborne Region
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ადმ. ცენტრი გიზბორნი
კოორდინატები 38°40′00″ ს. გ. 178°01′00″ ა. გ. / 38.6666694° ს. გ. 178.0166694° ა. გ. / -38.6666694; 178.0166694
ფართობი 8355 კმ²
მოსახლეობა 43 656 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 5,6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+12:00]]
ოფიციალური საიტი gdc.govt.nz

გიზბორნის რეგიონი (ინგლ. Gisborne Region) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი რეგიონი ჩრდილოეთ კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მართავს გიზბორნის რაიონული საბჭო. უდიდესი ქალაქია გიზბორნი, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროზე, პოვერტის ყურის ჩრდილოეთ კიდეზე მდებარეობს.

რეგიონს სახელი ეწოდა კოლონიური მდივნის, უილიამ გიზბორნის პატივსაცემად.

გიზბორნი მეჩხერად დასახლებული, იზოლირებული რეგიონია. პატარა დასახლებები ძირითადად თავს იყრის აღმოსავლეთ სანაპიროს უბეების გასწვრივ. 2013 წლის მონაცემებით მოსახლეობა 43 656 ადამიანს შეადგენს, რომლის სამი მეოთხედიც თავს ქალაქ გიზბორნში იყრის. არცერთ სხვა დასახლებას 1000 მცხოვრებზე მეტი არ ჰყავს.

შიდა ნაწილში რელიეფი უსწორმასწოროა, გორაკ-ბორცვიანი, ტყეებით დაფარული. დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ტე-ურევერის ეროვნული პარკი.

2003 წელს, რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტი US$1,031 მლრდ-ს შეადგენდა, ახალი ზელანდიის მშპ-ის 1 %-ს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]