გვენდოლინ ბრუკსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვენდოლინ ბრუკსი
დაბადების თარიღი 7 ივნისი, 1917(1917-06-07)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი ტოპიკა[7]
გარდაცვალების თარიღი 3 დეკემბერი, 2000(2000-12-03)[8] [1] [2] [3] [4] [5] [6] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჩიკაგო[7]
დასაფლავებულია ლინკოლნის სასაფლაო
საქმიანობა პოეტი[9] [10] [7] [6] , მწერალი[11] [12] , რომანისტი[9] და მასწავლებელი[6]
ენა ინგლისური ენა
ეროვნება აფრო-ამერიკელები[13] [14] [15] [16]
მოქალაქეობა  აშშ[17] [18]
ალმა-მატერი ინგლვუდის ტექნიკური მოსამზადებელი აკადემია, ჰაიდ-პარკის აკადემიის უმაღლესი სკოლა, კენედი-კინგ კოლეჯი და Wendell Phillips Academy High School
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[19] , ხელოვნების ეროვნული მედალი, ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[20] , პულიცერის პრემია პოეზიისათვის[21] , კონგრესის ბიბლიოთეკის ცოცხალი ლეგენდა[22] , ლენგსტონ ჰიუზის მედალი[23] , ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემია, აშშ-ის ლაურიატი პოეტი, რობერტ ფროსტის მედალი, ჯეფერსონის ლექცია, ეინისე ტიეტჯენის მემორიალური პრემია[10] , შავი ლიტერატურული დიდების დარბაზი[24] , კუმბა განთავისუფლების ჯილდო, Academy of American Poets Fellowship[25] , Shelley Memorial Award[26] და honorary degree from Spelman College[27]
შვილ(ებ)ი Nora Brooks Blakely
გავლენა მოახდინეს

გვენდოლინ ელიზაბეტ ბრუკსი (ინგლ. Gwendolyn Elizabeth Brooks; დ. 7 ივნისი, 1917 – გ. 3 დეკემბერი, 2000) — ამერიკელი პოეტი, მწერალი და მასწავლებელი. მისი ნაშრომები ასახავდა ჩვეულებრივი ადამიანების პიროვნულ განცდებს. მან Annie Allen-ისთვის 1950 წლის 1 მაისს მიიღო პულიცერის პრემია პოეზიაში,[28] რითიც გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ვისაც ულიცერის პრემია გადაეცა.

ნაყოფიერი სამწერლო კარიერის განმავლობაში გვენდოლინმა მრავალი პრემია მიიღო. 1968 წელს ილინოისის პოეტი-ლაურეატად დაინიშნა და ამ პოსტს სიცოცხლის ბოლომდე იკავებდა.[29] 1976 წელს გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ქალი, რომელიც ხელოვნების და ლიტერატურის ამერიკულ აკადემიაში ჩაირიცხა.

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვენდოლინ ელიზაბეტ ბრუკსი დაიბადა 1917 წლის 7 ივნისს, კანზასის დედაქალაქ ტოპიკაში.[30] ის დევიდ ანდერსონ ბრუკსის და კეზია (ვიმს) ბრუკსის პირველი შვილი იყო. მამამისი მუსიკალური კომპანიის დამლაგებელი იყო, რომელიც ექიმობაზე ოცნებობდა. დედამისი იყო სკოლის მასწავლებელი და პიანისტი. დედამისი ტოპიკას იმ სკოლაში ასწავლიდა, რომელიც მოგვიანებით სეგრეგაციის საწინააღმდეგო ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ პროცესში იყო ჩართული.[31] გადმოცემით ბაბუამისი მონობიდან გამოიქცა, რათა ამერიკის სამოქალაქო ომში კავშირის ძალებს შეერთებოდა.[32]

მისი ოჯახი აფრო-ამერიკელების დიდი მიგრაციის დროს ჩიკაგოში გადავიდა. ბიოგრაფი კენი უილიამსის მიხედვით ის სწავლობდა ჰაიდ პარკის აკადემიის სკოლაში, სადაც მოსწავლეთა უმეტესობა თეთრ კანიანი იყო, საიდანაც აფრო-ამერიკელებისთვის განკუთვნილ ვენდელ ფილიპსის აკადემიის სკოლაში გადავიდა, ხოლო შემდეგ ინტეგრირებულ ინგლევუდის ტექნიკურ სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ 1936 წელს ჩააბარა კენდი-კინგ კოლეჯის ორ წლიან პროგრამაზე.

გვენდოლინმა წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო, რაშიც დედამისი მას ახალისებდა. ორ წლიანი კურსის შემდეგ მან გადაწყვიტა გამხდარიყო მწერალი და სწავლა აღარ გაუგრძელებია. მოგვიანებით მან თქვა: "მე არ ვარ მეცნიერი, მე უბრალოდ მწერალი ვარ, რომელსაც წერა უყვარს და ყოველთვის დაწერს".[33] ის მბეჭდავად მუშაობდა.[33]

მწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ლექსი Eventide 13 წლისამ დაბეჭდა საბავშვო გაზეთ American Childhood-ში.[34] 16 წლის ასაკში უკვე დაახლოებით 75 ლექსი ჰქონდა გამოქვეყნებუკლი. 17 წლისამ დაიწყო ნამუშევრების თავმოყრა "Lights and Shadows," აფრო-ამეიკელების გაზეთ The Chicago Defender-ის პოეზიის სვეტში. კოლეჯში სწავლის დროს აქტიურად იბეჭდებოდა მისი ლექსები. სტილისტურად ის წერდა ბალადებს, სონეტებს, იყენებდა ბლუზის რითმებს და ვერლიბრს. პოეტური კარიერის ადრეულ პერიოდში მისი მასწავლებლები იყვნენ: ჯეიმზ ველდონ ჯონსონი, რიჩარდ რაითი, ლენგსტონ ჰიუზი.[35]

1941-დან გვენდოლინი პოეზიის სემინარებში ღებულობს მონაწილეობას. განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა ინეზ კუნინგჰემ სტარკის მიერ სამხრეთი მხარის სათემო ხელოვნების ცენტრიში ორგანიზებულ ლიტერრატურული სემინარს, რომელსაც გვენდოლინი ესწრებოდა და სადაც ის შეამჩნია გამოჩენილმა პოეტმა ლენგსტონ ჰიუზმა.

გვენდოლინმა პირველი კრებული A Street in Bronzeville 1945 წელს გამოსცა. წიგნმა კრიტიკოსების მართალი შეფასება დაიმსახურა. 1946 წელს მიიღო გუგენჰაიმის სტიპენდია და Mademoiselle-მა წლის ათ ახალგაზრდა ქალს შორის დაასახელა.

ლექსების მეორე კრებული Annie Allen (1949) ეძღვნებოდა ჩიკაგოს ბონზვილის რაიონში გაზრდილ ახალგაზრდა შავ გოგოს. წიგნი 1950-ში პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა და მიიღო ჟურნალ პეზიის (Poetry) პრიზი Eunice Tietjens Prize.

1953-ში გამოიცა მისი ერთადერთი ნოველა Maud Martha. ნოველაში აღწერილია ახალგაზრდა შავი ქალის მარტა მუდის ცხოვრება, რომელიც ეძებს თავის ადგილს სამყაროში. ის დისკრიმინაცია არა მხოლოდ თეთრი ადამიანებისგან არამედ შედარებით ღია ფერის კანის მქონე "შავები"-სგანაც განიცდის. საბო9ლოოდ მარტა ახერხებს საკუთარი თავის დაცვას. წიგნი თვითონ გვენდოლინის ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ასოცირდება.[36]

1967-ში, ლენგსტონ ჰიუზის გარდაცვალების წელს გვენდოლინი ნეშვილში დაესწრო შავი მწერლების მეორე კონფერენციას. აქ ის შეხვდა აქტივისტ ხელოვნებს ამირი ბარაკას, ჰაკი ბადუბუტი ს და სხვებს, რომლებმაც მას გააცნეს ახალი შავი კულტურული ნაციონალიზმი. ითვლება, რომ ის იყო ჩრთული შავ ნაციონალისტურ და მემარცხენე პოლიტიკურ აქტივობაში.[37] 1968 -ში მან გამსოცა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები In the Mecca. დიდი პოემა დედაზე, რომელიც ჩიკაგოს საცხოვრებელ კვარტლებში შვილს ეძებს. პოემა პოეზიის ჟანრში ნომინირებული იყო National Book Award-ზე.[38]

1972-ში გამოვიდა მისი ავტობიოგრაფიული Report From Part One, ხოლო 1995-ში როდესაც ის თითქმის 80-ის იყო გამოვიდა მეორე ნაწილი - Report From Part Two.

მასწავლებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი პირველი სამასწავლებლო გამოცდილება იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტი, სადაც ის ფრანკ ლონდონ ბრაუნის მიწვევით ამერიკული ლიტერატურის კურსს კითხულობდა. მას შემდეგ ის ქვეყნის მასშტაბით ბევრ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვენდოლინი 1939 წელს ჰენრი ლივინგტონ ბლეკლიზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ჰენრი და ნორა შეეძინათ. მისი მეუღლე 1996 წელს გარდაიცვალა.[39] მისი ვაჟი ჰენრი 1961-1964 წლებში საზღვაო ძალებში მსახურობდა. ნორა გახდა გვენდოლინის წიგნებზე საავტორო უფლებების მქონე კომპანიის მენეჯერი.[40]

გვენდოლინი 2000 წლის 3 დეკემბერს ჩიკაგოში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვენდოლინის პოეტური კრებულებია:

  • A Street in Bronzeville, Harper, 1945.
  • Annie Allen, Harper, 1949.
  • Maud Martha, Harper, 1953.
  • Bronzeville Boys and Girls, Harper, 1956.
  • The Bean Eaters, Harper, 1960.
  • In the Mecca, Harper, 1968.
  • For Illinois 1968: A Sesquicentennial Poem, Harper, 1968.
  • Riot, Broadside Press, 1969.
  • Family Pictures, Broadside Press, 1970.
  • Aloneness, Broadside Press, 1971.
  • Report from Part One: An Autobiography, Broadside Press, 1972.
  • Black Love, Brooks Press, 1982.
  • Mayor Harold Washington; and, Chicago, the I Will City, Brooks Press, 1983.
  • The Near-Johannesburg Boy, and Other Poems, David Co., 1987.
  • Winnie, Third World Press, 1988.
  • Report from Part Two, Third World Press, 1996.
  • In Montgomery, and Other Poems, Third World Press, 2003.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jackson, Angela (2017). A Surprised Queenhood in the New Black Sun: The Life & Legacy of Gwendolyn Brooks. Beacon Press. ISBN 0807025046. 
  • Share, Don (ed.). „Poetry“ (June 2017 ed.). Poetry Foundation. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება) Gwendolyn Brooks, special issue

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Discogs — 2000.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 The Fine Art Archive — 2003.
  7. 7.0 7.1 7.2 http://www.nytimes.com/2000/12/05/books/gwendolyn-brooks-83-passionate-poet-dies.html
  8. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  9. 9.0 9.1 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 144.
  10. 10.0 10.1 http://www.nytimes.com/2000/12/04/books/gwendolyn-brooks-whose-poetry-told-of-being-black-in-america-dies-at-83.html
  11. http://muse.jhu.edu/journals/modern_fiction_studies/v047/47.1rabinowitz.html
  12. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  13. Page Y. W. Encyclopedia of African American Women WritersWestport: Greenwood Publishing Group, 2007. — ISBN 978-0-313-33429-0, 978-0-313-04907-1
  14. Smith J. C. Notable Black American Women
  15. https://philamuseum.libguides.com/blog/Gwendolyn-Brooks
  16. BlackPast.org — 2004.
  17. http://www.britannica.com/topic-browse/Literature/American-Literature/2
  18. http://www.britannica.com/EBchecked/topic/81273/Gwendolyn-Brooks
  19. https://www.gf.org/fellows/all-fellows/gwendolyn-brooks/
  20. https://www.womenofthehall.org/inductee/gwendolyn-brooks/
  21. http://www.pulitzer.org/prize-winners-by-year/1950
  22. https://www.loc.gov/about/awards-and-honors/living-legends/gwendolyn-brooks/
  23. https://www.ccny.cuny.edu/lhf/medallion-recipients
  24. https://www.chicagotribune.com/news/ct-xpm-1998-12-10-9905150038-story.html
  25. https://poets.org/academy-american-poets/prizes/academy-american-poets-fellowship
  26. https://psa.fcny.org/psa/awards/frost_and_shelley/shelley_winners/
  27. https://www.spelman.edu/docs/honorary-degrees/honorary-degree-recipients---1977-present---as-of-november-2022---revised-(012023).pdf?sfvrsn=f4347e51_2
  28. Banks, Margot Harper (2012) Religious allusion in the poetry of Gwendolyn Brooks. McFarland & Co., გვ. 3. ISBN 9780786449392. 
  29. Illinois Poet Laureate. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 28, 2015. ციტირების თარიღი: March 6, 2015.
  30. Watkins, Mel (December 4, 2000). „Gwendolyn Brooks, Whose Poetry Told of Being Black in America, Dies at 83“. The New York Times. ციტირების თარიღი: September 13, 2012. ციტატა: „Gwendolyn Brooks, who illuminated the black experience in America in poems that spanned most of the 20th century, winning the Pulitzer Prize in 1950, died yesterday at her home in Chicago. She was 83.“ დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  31. Kniggendorf, Anne. Renowned Poet Gwendolyn Brooks' Time In Kansas Was Short, But Worth A Birthday Party. ციტირების თარიღი: June 9, 2017.
  32. Kent (1993). A Life of Gwendolyn Brooks, გვ. 1–2. 
  33. 33.0 33.1 Hawkins, B. Denise. 1994 Gwendolyn Brooks Interview. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 30, 2010. ციტირების თარიღი: March 6, 2015.
  34. მარგარეტ ბასბი, "Gwendolyn Brooks — Poet who called out to black people everywhere", The Guardian, December 7, 2000.
  35. Grigsby Bates, Karen (May 29, 2017). „Remembering The Great Poet Gwendolyn Brooks At 100“. NPR. ციტირების თარიღი: June 1, 2017.
  36. Gwendolyn Brooks. Poetry Foundation.
  37. See Mary Helen Washington, The Other Blacklist, Columbia University Press, 2014, chapter 4, "When Gwendolyn Brooks Wore Red".
  38. Miller, Jason (2009). „Brooks, Gwendolyn“. In Finkleman, Paul (ed.). Encyclopedia of African American History: 1896 to the Present. 1. New York: Oxford University Press. p. 288.
  39. Heise, Kenan (July 6, 1996). „Henry Blakely, 79, `Poet Of 63d Street'. Chicago Tribune (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-02-12.
  40. Rhynes, Martha E. (2003) Gwendolyn Brooks : poet from Chicago, 1st, Greensboro, N.C.: Morgan Reynolds Pub., გვ. 50. ISBN 9781931798051.