მარგარეტ ბასბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარგარეტ ბასბი
Margaret Busby - 2019-02-12 - Andy Mabbett - 03.jpg
დაბადების თარიღი 11 ოქტომბერი 1944(1944-10-11)[1] (75 წლის)
დაბადების ადგილი აკრა
საქმიანობა ავტორი, მწერალი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა Flag of Ghana.svg განა
ალმა-მატერი ბედფორდის კოლეჯი
ჯილდოები Benson Medal, Society of Young Publishers, Women in Publishing და Pan African Writers' Association
მეუღლე Lionel Grigson
ნათესავ(ებ)ი Moira Stuart, Phyllis Christian და Clara Marguerite Christian

მარგარეტ ბასბი (ინგლ. Margaret Busby; დ. 11 ოქტომბერი, 1944), ასევე ცნობილია, როგორც Nana Akua Ackonგაერთიანებული სამეფოში მოღვაწე, წარმოშობით განელი გამომცემელი, რედაქტორი, და მწერალი.[2][3] ის იყო ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა და პირველი შავკანიანი ქალი გამომცემელი, როდესაც 1960-იანებში მან კლივ ელიზონთან ერთად ლონდონში დააფუძნა საგამომცემლო სახლი Allison & Busby.[4]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტი 1944 წელს დაიბადა ბრიტანეთის კოლონია ოქროს ნაპირის (დღევანდელი განა) დედაქალაქ აკრაში,[5][6] ჯორჯ და სარა ბასბების ოჯახში. მის მშობლებს ოჯახური კავშირები ჰქონდათ კარიბებში, კერძოდ: ტრინიდადი და ტობაგოში, ბარბადოსში და დომინიკაში. მამამისი იყო კვამე ნკრუმას მენტორის ჯორჯ პადმორისს მეგობარი[7] და სირილ ჯეიმსის კლასელი. სარას მამა ჯორჯ ჯეიმს ქრისტიანი იყო 1900 წელს ლონდონში ჩატარებული პირველი პან-აფრიკული კონფერენციის დელეგატი.[8][9]

სკოლის დასრულების შემდეგ მარგარეტი სწავლობდა რედფორდის კოლეჯში, ლონდონის უნივერსიტეტში.[10] სადაც ის გახდა კოლეჯის ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორი და გამოსცემდა საკუთარ ლექსებს. ის ბრიტანელ ჯაზ მუსიკოსსა და განმანათლებელ ლიონელ გრიგსონზე (1942–1994) დაქორწინდა.[4]

გამომცემლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტში ყოფნის დროს შეხვდა მის მომავალ ბიზნეს პარტნიორ კლივ ელისონს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სანამ ის დაარსებდა Allison and Busby-ს მუშაობდა Barrie & Jenkins-ის გამომცემლობა Cresset Press-ში. პირველი წიგნები გამოუშვეს 1967-ში. თვითონ შემდგომი 20 წლის მანძილზე Allison and Busby-ის სარედაქციო დირექტორის პოზიცია ეკავა.[11] მათ გამოცეს მრავალი მნიშვნელოვანი ავტორი, მათ შორის: სირილ ჯეიმსი,[12] როზა გაი, ადრიან მიჩელი, მიამატო მუსაში, არტურ მეიმანი, ჰანტერ სკოტ ტომპსონი, მაიკლ მურკოკი და ენდრიუ სალკი.

სანამ მარგარეტი აირჩევდა თავისუფალი რედაქტორის, მწერალის და კრიტიკოსის კარიერას ის Earthscan-ის რედაქტორის იყო.[11]

მწერლობა, რედაქტირება და მაუწყებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ჟურნალისტი ის წერდა The Guardian-ის, The Observer-ის,[13] The Independent-ის[14] და სხვა როგორც ზოგადი ასევე ლიტერატურაზე სპეციალიზებული გამოცემებისთვის. მის მიერ გაკეთებული მიმოხილვების სიაში არიან ისეთი ავტორები როგორიცაა: გვენდოლინ ბრუკსი, ჯუნ იორდანი, ტონი კადე ბამბარა, ფლორინს კენედი, აუგუსტ ვილსონი და ჯერალდინ კონორი.[15]

გვიანი 1960-იანების შემდეგ რეგულარულად მუშაობდა რადიოსთვის. მას მიყავდა ლიტერატურული გადაცემა London Line,[16] ასევე ჰქონდა BBC World Service ისი გადაცემა Break For Women და მოგვიანებით Spectrum Radio-ზე Talking Africa. გამოდიოდა სხვა და სხვა პროგრამებში მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში Democracy Now!-ში.

ლიტერატურული აქტივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის მუდმივად მუშაობდა საგამომცემლო საქმიანობაში მეტი მრავალფეროვნების შესატანად და 1980-იანებში იყო ორგანიზაცია Greater Access to Publishing-ის დამფუძნებელი წევრი.[17][3][18] ორგანიზაცია ეწეოდა ბრიტანულ საგამომცემლო ბიზნეში მეტი შავკანიანის ჩართულობის კამპანიას.[19] არის Independent Black Publishers -ის მფარველი.[11][20]

იყო მრავალი ლიტერატურული კონკურსის ჟიური, მათ შორის: კაენის პრიზი,[21] ქალთა პრიზი მხატვრული ლიტერატურისათვის, დამოუკიდებელი უცხოენოვანი მხატვრული ლიტერატურა,[22] პრიზი კარიბის ლიტერატურისთვის[23] და აფრიკა39.[24]

იყო სხვა და სხვა კულტურული ორგანიზაციების საბჭოს წევრი, მათ შორის: აფრიკის ცენტრი ლონდონში, English PEN, სამეფო ლიტერატურული ფონდი, Wasafiri.[25]

2018 წელს ქალთა საარჩევნო უფლებების ასი წლისთავზე ჟურნალ The Voice-მა მარგარეტი დაასახელ რვა შავკანიან ქალს შორის რომლებმაც ბრიტანეთის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.[26]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Africa YearbookBrill Publishers. — ISSN 1871-2525; 1872-9037
  2. "Margaret Busby", African Writing Online, October/November 2007.
  3. 3.0 3.1 Jazzmine Breary, "Let’s not forget", in Writing the Future: Black and Asian Writers and Publishers in the UK Market Place, Spread the Word, April 2013, p. 30.
  4. 4.0 4.1 Margaret Busby, "Clive Allison obituary", The Guardian, 3 August 2011.
  5. Margaret Busby-Edited Anthology to Feature 200 Female Writers Including Adichie, Aminatta Forna, Bernadine Evaristo, Imbolo Mbue, Warsan Shire, Zadie Smith“, brittlepaper.com, 10 January 2018. ციტირების თარიღი: 22 March 2018. 
  6. (1966) Books and Bookmen. Hansom Books, გვ. 123. ციტირების თარიღი: 22 March 2018. 
  7. Cameron Duodu, "Edward Wilmot Blyden, grandfather of African liberation", Pambazuka News, Issue 538, 6 July 2011.
  8. Lester Lewis, "Pan Africans On The Rise Again", RaceandHistory.com, 23 January 2001.
  9. Marika Sherwood, Origins of Pan-Africanism: Henry Sylvester Williams, Africa, and the African Diaspora, Routledge, 2011, p. 336, note 13.
  10. Alison Donnell, "Busby, Margaret", Companion to Contemporary Black British Culture, Routledge, 2002.
  11. 11.0 11.1 11.2 "Margaret Busby – Prize Ambassador", SI Leeds Literary Prize.
  12. Emma Bartholomew, "CLR James’ publisher Margaret Busby: ‘My 50 years working with books’", Hackney Gazette, 25 January 2017.
  13. Margaret Busby, "The Last Holiday: A Memoir by Gil Scott-Heron – review", The Observer, 5 February 2012.
  14. Margaret Busby, The Independent.
  15. Margaret Busby profile at The Guardian.
  16. "Margaret Busby", British Universities Film & Video Council.
  17. "Promoting diversity in publishing", Editorial Training, 2 June 2010.
  18. Margaret Busby, "'Is it still a case of plus ça change?'", The Bookseller, 4 November 2016. "Black Books", New Statesman, April 1984.
  19. "Greater Access to Publishing" records held at London Metropolitan Archives.
  20. Tricia Wombell, "Books and Spoken Word Interview: Meet Margaret Busby", Lime.
  21. "About Us — People", The Caine Prize.
  22. Boyd Tonkin, "The long-list for this year's Independent Foreign Fiction Prize", The Independent, 2 April 2009.
  23. Ivette Romero, "The Bocas Lit Fest: The Trinidad and Tobago Literary Festival", Repeating Islands, 7 February 2011.
  24. Margaret Busby, "Africa39: how we chose the writers for Port Harcourt World Book Capital 2014", The Guardian, 10 April 2014.
  25. "Trustees", Wasafiri.
  26. Leah Sinclair, "Suffrage 100: The Black Women Who Changed British History", The Voice, 6 February 2018.
  27. 27.0 27.1 Black Power: Photographs by Donald MacLellan, National Portrait Gallery.
  28. AKA International Region at Sigma Theta Omega Chapter.
  29. "Diversity – Margaret Busby", EMMA (Ethnic Multicultural Media Academy).
  30. "Doctor of the University 1973–2011", Honorary Degree Awards 1973–2011
  31. "31st December, 2005, New Year Honours", Government News.
  32. Honorary Fellows, დედოფალი მარის ლონდონის უნივერსიტეტი.
  33. "Margaret Busby, OBE" (Biography), NGC Bocas Lit Fest.
  34. "Bocas Henry Swanzy Award for Distinguished Service to Caribbean Letters", NGC Bocas Lit Fest.
  35. "UK African Heritage High Achievers Recognition Award Presentation Ceremony", ამაუს სახლი, 30 სექტემბერი 2015.
  36. "House of AMAU (AMBA) Africa & Diaspora Writers", UK Black Writers Forum.
  37. "Another Honour for Margaret Busby OBE", George Padmore Institute, 20 October 2015.
  38. Evelyn Osagie, "Echoes of Achebe’s works at writers’ show", The Nation (ნიგერია), 25 ნოემბერი 2015.
  39. Natasha Onwuemezi, "Rankin, McDermid and Levy named new RSL fellows", The Bookseller, 7 June 2017.
  40. Current RSL Fellows. Royal Society of Literature. ციტირების თარიღი: 11 June 2017.