შინაარსზე გადასვლა

გეკონისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გეკონისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Gekkonidae

გეკონისებრნი (ლათ. Gekkonidae) — ქვეწარმავლების ოჯახი ხვლიკისნაირთა რიგისა. მათი სიგრძე იშვიათად აღემატება 30 სმ. აქვთ დიდი, უქუთუთო თვალები, ვერტიკალური გუგები, კარგად განვითარებული ფეხები, მეტად მყიფე, მაგრამ სწრაფი აღდგენის უნარის მქონე კუდი. გეკონისებრთა სხეული მეტწილად რუხი ან ყავისფერია, თუმცა ტროპიკებში გვხვდება მკვეთრად შეფერილი სახეობებიც. იკვებებიან მწერებით, ობობასნაირებით და სხვა. უმრავლესობა კვერცხისმდებელია. დებენ 1-2 კვერცხს. ცნობილია 480-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ ზონებში. საქართველოში არ არიან. კასპიური თითტიტველი გეკონი (Gymnodactylus caspius), რომლის რამდენიმე ეგზემპლარი თბილისშია ნაპოვნი, როგორც ჩანს, აქ შემთხვევით არის მოხვედრილი აზერბაიჯანიდან.