განხილვა:კვარის ციხე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ ციხეს ვახუშტი ბატონიშვილი კუარას ციხეს და კვარა ციხეს უწოდებს, ასე უწოდებენ ადგილობრივები, ასე ეწოდება საქართველოს ისტორიის ნარკვრკვევებშიც.ინტერნეტში არსებულ მასალაში საქართველოს ციხეების შესახებ და სხ. --თემო () 18:43, 11 ნოემბერი 2011 (UTC) ქსე–ში – კვარის ციხე უწოდებენ, რაც არ არის სწორი. ვახუშტის უნდა დავეყრდნოთ.--თემო 16:06, 5 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ბატონო თეიმურაზ. გთხოვთ, მიუთითეთ წყაროები (კი თქვით უკვე, სად წერია, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ სრულად მიუთითებთ მათ სახელწოდებასა და გამოცემის თარიღს). Nodar Kherkheulidze განხილვა 16:10, 5 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
სახელწოდებასთან დაკავშირებით იხილეთ ჩემი განხილვის გვერდი და გთხოვთ, გამოთქვათ თქვენი მოსაზრება აქ. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:20, 5 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია წყარო არაა. ვახუშტის მერე შეიცვალა ბევრი რამე. იხილეთ ამ მგვერდზე შუქია აფრიდონიძის ციტატა. --ჯაბა ლაბა 17:25, 5 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე ეს უფრო მაფიქრებს. --ჯაბა ლაბა 17:35, 5 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვახუშტი ბაგრატიონის გარდა - კვარას ციხე - (ამ სახით) ნახსენებია შემდეგ წიგნებში: 1.საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.მეოთხე,თბ.,1973.(გეოგრაფიული და ეთნიკური სახელების საძიებელში.)

2.გიორგი ბოჭორიძე,რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები,შემდგენელი ლევან ფრუიძე,თბ.,1994წ.საძიებელსა და შესაბამის გვერდებზე,გვ. 186.- სხვავაში არსებული ძეგლების ჩამონათვალი.

3.საქართველოს ისტორიის ქრონიკები (თავი - მესხურ-იმერული ქრონიკები,XVIII-XIXსს.)ავთ.იოსელიანის რედაქციით.თბ.,198ო, გვ.262, საძიებელი.

4. გ.გასვიანი,დასავლეთ საქართველოს სოც.და პოლიტიკური ვითარება და რუსეთთან შეერთება,XVI-XIX სს.თბ.,1988.გვ.94.

კიდევ შეიძლება წყაროების მოძიება. რაჭველები და სოფ. სხვაველები კვარაციხეს უწოდებენ (ს-ს გარეშე). თავად წარმოშობით სოფ.სხვავადან ვარ,სადაც ეს ციხე მდებარეობს, ამიტომ მაფიქრებს და მინდა სწორად ჩანდეს მისი სახელი. ულამაზესი ადგილია,მიშვნელოვანი ციხე იყო,მიწისძვრამ ძალზე დააზიანა. პატივისცემით - თეიმურაზი--46.49.33.226 12:43, 6 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად კვარას ციხეა სწორი სახელი !--თემო () 18:43, 11 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სხვავის ადგილობრივი მკვიდრი, იაგო ქვათაძე, თავის წიგნში – "სხვავა და სხვაველები",თბ., 2005 კვარაციხეს უწოდებს და ორი ფოტო აქვს მოცემული.--46.49.33.226 20:44, 13 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

თემო-თეიმურაზი ალბათ იცნობს შუქია აფრიდონიძეს. განხილვა:ღაზის სექტორი ჯაბას მოწოდებული ეს განხილვის გვერდი კვლავ გადახედეთ. ქართული ენის წესები - ქართული ენის წესებია.ცანგალა () 21:15, 13 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
საინტერესოა გიორგი ბოჭორიძეს ორიგინალში როგორ უწერია "რაჭის ისტორიული ძეგლები" ("საქართველოს მუზეუმის მოამბე", 1930, ტ. 5; 1933-1935, ტ. 7-8). შემდგენელმა ლევან ფრუიძემ ხომ არ შეცვალა რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეებში?ცანგალა () 21:27, 13 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მართალი ბრძანდებით, წესები გასათვალისწინებელია, მაგრამ ტოპონიმების დასახელებისას, მით უმეტეს საქართველოში, ხომ არ სჯობს ზოგჯერ ტრადიციული ფორმის შენარჩუნება. თანაც ამ ციხეს ადგილობრივები პირდაპირ – "კვარაციხე" ასე უწოდებენ. გიორგი ბოჭორიძის წიგნში (გვ.187) "კვარაციხე" და "კვარა–ციხეა". არა მგონია ფრუიძეს რომ შეეცვალა,ფრუიძე რაჭის საუკეთესო მცოდნეა. მაინც ვეცდები ვნახო თქვენს მიერ მითითებული წყარო. გმადლობთ,რომ ყურადღებას აქცევთ, შესაძლოა ზოგადად არც თუ დიდი მიშვნელობის საკითხს, მაგრამ რაჭველებისთვის და ამ სოფლის მკვიდრთათვის მნიშვნელვანს. სეპარატიზმში არ ჩამომართვათ !--თემო () 07:58, 14 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სეპარატიზმში არაფერს არ ვთვლი. უბრალოდ ფრუიძე რაჭის კარგი მცოდნეა, ხოლო აფრიდონიძე ქართული ენის ვიღიმი. ადგილობრივები როგორ ეძახიან ალბათ ეს ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში ნაკლებად გამოგვადგება (ენციკლოპედიაში). თეიმურაზ, ასეთი შეკითხვა მაქვს იქნებ, როდესაც იწერება ერთად ან დეფისით „კვარაციხე“ და „კვარა-ციხე“ არის ე. ი. , ხოლო როდესაც ცალკე კვარს ციხე? საინტერესოა თქვენი აზრი.ცანგალა () 17:37, 14 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მართალი ხართ ! – როცა ერთად ან დეფიზით იწერება არის ყოველთვის – "ა", თუმცა წყაროებში ამის გარეშეც იხსენება – "კვარას ციხედ". "კვარისციხე", "კვარიციხე" ან "კვარის–ციხე" – თითქმის არსად გვხვდება. ასე,რომ მოიკითხოთ, ადგილობრივები ვერც მიხვდებიან რაზეა ლაპარაკი. გამოთქმითაც არაა მოხერხებული.--თემო () 08:12, 15 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]


ამ გვერდზე კატეგორიულად წერია: „ამავე წესს ემორჩილება უკლებლივ ყველა — დიდი თუ პატარა გეოგრაფიული ობიექტის სახელი“. მე მახსოვს, ვიკიპედიაშივე ერთ-ერთ განხილვის გვერდზე ვიღაცამ (ან ჯაბამ და ან ზოლოკინმა, ზუსტად არ მახოვს) დაწერა გამონაკლისიც ამ წესიდან, თუმცა ვერ ვიხსენებ სად... გამონაკლისი ამგვარი იყო: როცა ეს ბოლოკიდური ა არის კნინობითი ფორმის გამომხატველი, მაშინ შეკვეცა არ ხდება (იქვე ლიტერატურაც იყო მითითებული, სადაც ეს გამონაკლისი წერია). მაგალითად, რაჭაში არის მთა, რომელსაც ჰქვია ბოსელა (ღვთაება ბოსელის სახელის კნინობითი ფორმა) — თუკი გამონაკლისი მოქმედებს, მაშინ გვექნება ბოსელას და არა ბოსელის, რადგან ეს არის კნინობითი სიტყვა. ზოგადად, ყველამ ვიცით, რომ რაჭველებს ძალიან გვიყვარს კნინობითი ფორმები ვიღიმი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ კვარა-ც კნინობითი იყოს და შესაბამისად არ იკვეცებოდეს. გთხოვთ, ამ მიმართულებით გააგრძელეთ ძიება: დაადგინეთ, არსებობს თუ არა ეს გამონაკლისი ნამდვილად კნინობით ფორმებთან დაკავშირებით. Deu aw 17:55, 14 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მსგავსი რამ დამეწეროს არ მახსოვს, ერთადერთი მასეთი წესი უცხოურ გეოგრაფიულ სახელებზე შემოვიტანე დახმარების სახით. --ჯაბა ლაბა 18:05, 14 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მივაგენი განხილვა:დიხაზურგას წარწერა - მაგრამ ენციკლოპედიებში რამდენად იხმარება კნინობითიალექსობითი სახელები? ცანგალა () 21:16, 14 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, როგორ ფიქრობ, სახელი დათუნა კნინობით-ალერსობითი არაა? --მიხეილ (მიწერა) 21:23, 14 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, კნინობით-ალერსობითი სიტყვებიც ისეთივე სიტყვებია, როგორიც სხვები. ენციკლოპედიაში მათი გამოყენება რატომ უნდა იყოს მიუღებელი? მითუმეტეს აქ საქმე გვაქვს კნინობითი სახელებისაგან წარმომდგარ გეოგრაფიულ სახელებთან და არა მოფერებით გამოთქმულ საკუთარ სახელებთან. Deu aw 06:19, 15 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
უფრო რომ დავაზუსტო, ეს არის არა კნინობით-ალერსობითი ფორმა რომელიმე სიტყვისა, არამედ კნინობითიდან წარმომდგარი ახალი სიტყვა, რომელიც კნინობითად უკვე აღარ აღიქმება - ასეთი სიტყვები არ იკვეცებიანო, გვეუბნება ზოლოკინი. Deu aw 06:23, 15 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მაგალითისათვის, კიდევ ასეთი სიტყვაა ჩხრიალა. ეს იმის დასტურად, რომ ენციკლოპედიაში არანაირი პრობლემა არაა კნინობითი ფორმის გამოყენება ვიღიმი. Deu aw 06:28, 15 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
დათუნა — კი (მაგრამ დათუნა გვართან ერთად გვაქვს და არა მხოლოდ დათუნა როგორც მამაკაცის სახელი, რადგან ის კნინობით-ალერსობითი ფორმაა), ხოლო ჩხრიალა — არა. ჩხრიალა (ჩხრიალასი) რაც ჩხრიალებს; ჩხრიალით მომდინარე. ჩხრიალა ნაკადული (ქეგლ ტ. 2, გვ. 1161, თბ., 1990). ცანგალა () 12:48, 15 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

არამც თუ პრობლემაა კნინობითი ფორმის გამოყენება, ზოგჯერ აუცილებელიცაა გეოგრაფიული ტოპონიმის სწორად შენარჩუნების მიზნით !--46.49.33.226 18:51, 17 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

აი კიდევ ერთი –"ნიახურას ბრძოლა" ქსე–შია "ნიახურის ბრძოლა" – სად ნიახურა და სად ნიახური?--46.49.33.226 10:18, 20 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სათაურის ამბავი კვლავ გადასაწყვეტია. --მიხეილ მიწერა 18:18, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]